ზაზა ფაჩულია და "გოლდენ სტეიტი" "ჰიუსტონს" ვერ გაუმკლავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
2 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი შინ "ჰიუსტონთან" გამართა და ანგარიშით 127:132 დამარცხდა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 113:113 დასრულდა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც 5 ქულით მეტი ჩააგდეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 8:23 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და ერთი დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ ერთი ორქულიანი არაზუსტად ისროლა და ორი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

ყველაზე მეტი, 39 ქულა კევინ
დურანტმა მიითვალა, რასაც 13 მოხსნა მიამატა. სტეფ კარიმ 28 ქულა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა კი - 15. ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა "გოლდენ სტეიტში" დრეიმონდ გრინი იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა, გრინმა 20 ქულა, 9 პასი და 15 მოხსნა მიითვალა.

ამის მიუხედავად, შეხვედრაში სამმაგი დუბლი მაინც დაფიქსირდა, რომელიც ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზეა. ჰარდენმა სტუმრებს ულიდერა და 29 ქულა, 13 პასი და 15 მოხსნა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ მარცხს "გოლდენ სტეიტისთვის" სატურნირო თვალსაზრისით არაფერი დაუკლია. ოკლენდელები დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს 16 მოგებით და 3 მარცხით იკავებენ.

მომდევნო მატჩს "გოლდენ სტეიტი" შინ, 4 დეკემბერს, "ფინიქსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუ ათამაშებენ ზაზას ასე მოუვათ შემდეგშიც.

ზაზა ყველა შემთხვევაში უნდა ათამაშონ. ამას ვერ ხვდებიან....

ძალიან კარგი, ხომ შეუსრულა ვარსკლავებს ერთმა ჰარდენმა...
ჯონი
14:41 03-12-2016
0
ნატოს არ იყოს, რაც მეტს ვუყურებ თანდათან წამიხდა შეხედულება ამ ნაქებ ნბა-ზე!
არჩილ ხოფერია
19:00 03-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული