გიორგი შარაბიძემ მაკედონიაში "ფენი ინდუსტრის" "ვარდართან" ულიდერა

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი შარაბიძე პირველი ნომერი

ქართველი ცენტრი გიორგი შარაბიძე, რომელიც მაკედონიური "ფენი ინდუსტის" ღირსებას იცავს, გუნდის წამყვან მოთამაშედ ყალიბდება.

გიორგიმ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა მაკედონიის ჩემპიონატში. მისი გუნდი სტუმრად შეხვდა ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ "ვარდარს" და 59:54 დაამარცხა.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო და თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

შარაბიძემ 25 წუთი ითამაშა და 10 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 2 ჯარიმა
მიიღო, ხოლო მასზე მეტოქეებმა წესები 6-ჯერ დაარღვიეს. მატჩი მწირქულიანი და შესაბამისად, შეცდომებით გაჯერებული იყო და შარაბიძის მარგი ქმედების კოეფიციენტი (15) "ფენი ინდუსტრიში" საუკეთესო გამოდგა.

შარაბიძის გუნდი მაკედონიის ჩემპიონატში 4-დან 4 მოგებით ლიდერობს. ანალოგიური შედეგი აქვს "რაბოტნიჩკისაც". მორიგ მატჩს "ფენი ინდუსტრი" 10 დეკემბერს, შინ მესამეადგილოსან "კუმანოვოსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული