სტივ კერი: ზაზა ფაჩულიამ დიდებული სამუშაო შეასრულა

AutoSharing Option
მას მერე, რაც "გოლდენ სტეიტმა" ენდრიუ ბოგუტი გაუშვა, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ფარქვეშ დაცვაში "უორიორსი" დასუსტდებოდა, რადგან ბოგუტის შემცვლელი ზაზა ფაჩულია დაფარებებით არ გამოირჩევა.

თუმცა სეზონი უკვე კარგად გახურდა და "გოლდენ სტეიტი" ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დაცვაში, დაფარებებსა და ჩაჭრებში კი სულაც ლიდერობს. ყველა სტატისტიკური მონაცემით, "გოლდენ სტეიტი" არათუ დასუსტდა დაცვაში, არამედ გაძლიერდა.

მწვრთნელი სტივ კერი აცხადებს, რომ ახალ კალათბურთელებს გუნდთან შეგუებისთვის დრო ესაჭიროებოდათ და "გოლდენ სტეიტი" კიდევ უკეთ ითამაშებს:

"ყველა უყურებს დაფარებებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის დაცვა. ჩვენ ცენტრის
პოზიციაზე ამ საქმის დიდოსტატები გვყავდა - ეზელი და ბოგუტი და ახლა ისინი აღარ არიან გუნდში. რა თქმა უნდა, არის ჯავალ მაკგი, მაგრამ ის ცოტა დროს ატარებს მოედანზე.

ზაზა ფაჩულია უფრო პოზიციური დაცვის მიმდევარია. მან უკვე დიდებული სამუშაო შეასრულა გუნდში. ვფიქრობ, ბევრი რამ, რასაც მოედანზე ზაზა აკეთებს, გრინს, დურანტსა და სხვა ბიჭებს უადვილებს დაცვაში თამაშს და მათ შორის, ბლოკ-შოტების გაკეთებას.

დარწმუნებული ვარ, ბიჭები კიდევ უფრო შეთამაშდებიან და "გოლდენ სტეიტი" კიდევ უფრო უკეთ ათამაშდება", - განაცხადა კერმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
როდის იწყება ოლ სტარზე ხმის მიცემა. ვიცი ცვლილებების შესახებ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ, მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ ზაზას.
არჩილ ხოფერია
23 დეკემბერი 2016 09:42
0
აი ეგეც მორიგი ალიყური ძალად ექსპერტებს და მოქილიკეებს.
giga
23 დეკემბერი 2016 09:09
0
ზაზა რომ ყველა თამაშში თამაშიდან 20 ქულას აკეთებდეს, ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს, რომ სხვები ვერაფერს ჩააგდებდნენ ამ 10 შეტევის განმავლობაში? ეს ამ ხუთეულს არ ჭირდება, იმიტომ რომ მაღალი კლასის ჩამგდებები საკმაოდ ყავთ. ზაზა ისე თამაშობს, როგორც ამ ხუთეულს ჭირდება. დალასში სხვა რამე ჭირდებოდა ხუთეულს და სხვანაირადაც თამაშობდა. ყველაფერში უნივერსალური არავინ არის. ზპზა მაღალი კლასის უდიდესი გამოცდილების ოსტატია და ისე თამაშობს, რომ მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს გუნდს. არსებობს ერთი ანეკდოტი ნოლიანზე და, თუ გაინტერესებთ, გაგიზიარებთ როგორმე. :–)
23 დეკემბერი 2016 01:16
0
ვისაც კალათბურთი უთამაშია რაღაც დონეზე ის გაიგებს ყველაზე მეტად ზაზას თამაშის ხარისხს. ბევრს არ ესვრის და არც ჭირდება იმიტო რო ისეთ დონეზე ანთავისუფლებს თავის თანაგუნდელებს საქმე უმარტივდება ყველას და ესეთი კალათბურთელი როგორ უნდა აკრიტიკო ვერ ვიგებ. ზაზას ბლოკები და პასები უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი. მაკგიმ 17 ქულა გააკეთა ზაზას არ ყოფნაში ერთ თამაშში მარა მთავარი ქულა არაა და იმიტომაც არ ყავს ძირითადში კერის რო ზაზას მარდი ქმედების კოეპიციენტი მაღალია
mishka
23 დეკემბერი 2016 00:07
0
svan-ს
გომელსკია ის ნაძირალა რუსი კომენტატორი.
ახლა იყოს სადაც არის და გასკდეს შურით,
ზაზა მოზგოვს სულ აჯობებს
qomagi
23 დეკემბერი 2016 00:04
0
ფაჩულია ნბა ს ეი მსოფლიოს საუკეთესო გუნდმა აიყვანა და ძირითადში ათამაშებს.ამით ყველაფერია ნათქვამი.მეტი რაღა უნდა გააკეთოს სპორტსმენმა.
საამაყო კაცი
22 დეკემბერი 2016 21:27
0
ფაჩულია ნბა ს ეი მსოფლიოს საუკეთესო გუნდმა აიყვანა და ძირითადში ათამაშებს.ამით ყველაფერია ნათქვამი.მეტი რაღა უნდა გააკეთოს სპორტსმენმა.
საამაყო კაცი
22 დეკემბერი 2016 21:27
0
წარმომიდგენია ეხლა ის რუსი კომენტატორი(გვარი დამავიწყდა)რა დღეში იქნება ალბათ ბოღმისგან ეწვება ადგილი)) როგორ უნდოდა ზაზას ადგილზე მოზგოვი ყოფილიყო:DDDDD
svan
22 დეკემბერი 2016 20:47
0
მეტი რაღა უნდა ათამაშდეს, მაგათი გამჩერებელი გუნდი არ ჩანს ჯერ
domenti
22 დეკემბერი 2016 19:25
0
აბა რა. ძალით მცოდნეები ოღონდაც რამე კრიტიკული ათქმევინონ. თამაშიც კი არააქვთ ნანახი გოლდენში. რასაც ეს ბიჭი შრომობს და აკეთებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ალბათ ყველა დროის საუკეთესო ხუთეულის წევრია. ძალიან ცოტა ხუთეული მახსენდება, რომელიც გოლდენის დღევანდელ შემადგენლობას კონკურენციას გაუწევდა. ამ გუნდში ძირითადს თამაშობს ზაზა და ტიპები აქილიკებენ:)
გურამი
22 დეკემბერი 2016 19:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული