- ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტში" და გამარჯვება [VIDEO]
"გოლდენ სტეიტი" ძირითადი ხუთეულის დაცვის ბურჯის - დრეიმონდ გრინის გარეშე თამაშობდა და პირველი ტაიმის შემდეგ ბრუკლინში "ნეთსთან" 16 ქულით აგებდა. ოკლენდელები, სავარაუდოდ, უფრო მეტითაც წააგებდნენ, ფაჩულიას შედეგიანად რომ არ ეთამაშა. ქართველ ცენტრს პირველ ტაიმში დათმობილ 10 წუთში 10 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა მოპოვებული და თავის
ზაზას უშუალო ოპონენტ ბრუკ ლოპესზე, რომელიც NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად ითვლება, პირველ ტაიმში უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ქართველ მეფარესთან ფარქვეშ ბრძოლას გაურბოდა. ლოპესი სამწამიანში ფაჩულიას დარად შედეგიანი არ იყო და ხშირად ადიოდა პერიმეტრზე. ლოპესმა პირველ ტაიმში 3 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი შორი დისტანციიდან 9-და 4 სამიანი მიითვალა. ბრუკ ლოპესმა საბოლოოდ 28 ქულა დააგროვა, თუმცა მეორე ტაიმში მხოლოდ 5 მიითვალა და მისმა გუნდმა წააგო.
რაც შეეხება ზაზას, ის ფარქვეშეთის ბატონ-პატრონი იყო და საბოლოოდ 14 მოხსნა მიითვალა, რაც მისი საუკეთესო შედეგია "გოლდენ სტეიტში". ფაჩულიას სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ქულებშიც, რომელმაც 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ჯამში 15 ქულა მოაგროვა და ამას ზედ 4 პასიც მოაყოლა. მთლიანობაში ზაზამ 26 წუთი ითამაშა (ესეც სეზონის მაქსიმუმია) და 15 ქულას, 14 მოხსნას და 4 პასს 1 დაფარებაც მიაბა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
ოკლენდელებმა მასპინძლები წელში მესამე პერიოდში გატეხეს, რომელიც 39:19 მოიგეს და დასკვნით მეოთხედში საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს. 117:101 და "გოლდენ სტეიტი" კვლავ NBA-ს ლიდერია. ზაზასთან ერთად ოკლენდელთაგან კევინ დიურანტი (26 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი) და კლეი ტომპსონი (23 ქულა) გამოირჩნენ. სტეფ კარიმ ქართველი ცენტრის მსგავსად 15 ქულა მოაგროვა.
26 მოგებითა და 4 მარცხით ოკლენდელები NBA-ს ლიდერობენ. გასვლითი ტურის მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 24 დეკემბერს დეტროიტში, "პისტონსთან" ელის. შობა ღამეს კი "გოლდენ სტეიტი" კლივლენდში, მოქმედ ჩემპიონ "კლივლენდთან" ითამაშებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით