რევანში არ შედგა - ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "კლივლენდთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
25 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს მოქმედ ჩემპიონს "კლივლენდს" სტუმრად შეხვდა და ანგარიშით 108:109 დამარცხდა.

აღნიშნული მატჩი "გოლდენ სტეიტისთვის" ერთგვარი რევანშის აღების მცდელობა იყო გასულ სეზონში ფინალურ სერიაში განცდილი მარცხის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ფინალურ დაპირისპირებაში შარშან ოკლენდელები 3:1-ს იგებდნენ, თუმცა ბოლო სამი მატჩი "კლიველნმა" მოიგო და "გოლდენ სტეიტს" მტკივნეული მარცხი აგემა.

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, მატჩის ბოლო წამებზე კაირი ირვინგმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა, დარჩენილ 3 წამში კი კევინ დურანტმა თავისი გუნდი ვერ იხსნა - ბოლო ტყორცნამდე წაბორძიკდა და უკვე
დაცემულმა უიმედოდ ისროლა, რომელიც მიზანს აცდა.
იხილეთ ვიდეო: კლივლენდი-გოლდენ სტეიტი 109:108
Sportall.Ge

ფაჩულია ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 12.51 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.
იხილეთ ვიდეო: დურანტის შესანიშნავი პასი და ზაზას ჩაგდება
Sportall.Ge

ყველაზე მეტი 36 ქულა კევინ დურანტს დაუგროვდა, რასაც 15 მოხსნა მიამატა. ასევე ორმაგი დუბლით გამოირჩნენ ლებრონ ჯეიმსი (31 ქ, 13 მ) და მატჩის გმირი კაირი ირვინგი (26 ქ, 10 პ).
იხილეთ ვიდეო: ლებრონის ბლოკი ზაზაზე
Sportall.Ge

27 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ NBA-ს სატურნირო ცხრილის ლიდერად რჩება ორივე კონფერენციის მონაცემებით. მორიგ შეხვედრას კი შინ 29 დეკემბერს ჩვენი დროით დილის 07:30 "ტორონტოსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ესე არ შეიძლება ზაზა სასროლი ქოდა და ფიქრობდი რათ უდა ამას ამდენი ფიქრი ცოთა ქულებს მოუმათე ზაზა გაგვახარე უფრო ენერგიულად
ირაკლი
27 დეკემბერი 2016 15:56
0
zazam cota meti agresiuloba unda gamoichinos farkvesh.ro vakvirdebi gambedaobac aklia radgan erti orjer ashkara sasroli ar esrola.aramgonia vinmem mostxovos yvela chayare rasac isvrio,magram mgonia rom cota meti unda aigos tavis tavze
bacho
27 დეკემბერი 2016 01:29
0
ბურთის სროლისას იმდენი იფიქრა რომ სააკაშვილმა ძალიან გრძელი სადღეგრძელოს თქმა მოასწრო.
ახალი ანეგდოტი
26 დეკემბერი 2016 20:20
0
მე არ ვარ კალათბურთის კარგი მცოდნე და იქნებ ამიხსნათ ვინმემ, ამ სიმაღლის და მონაცემების მქონე კაცი რატო ვერ ტენის ბურთს? არადა მინახავს 1.90სმ სიმაღლის ბიჭები დაფრინავენ. ძალიან ვგულშემატკივრობ და მისი კონკურენტები გუნდში რო ტენიან გული მწყდება.
suxo
26 დეკემბერი 2016 17:52
0
გოლდენმა წააგო იმიტომ რომ კარიმ ფაქტიურად არაფერი გააკეთა... თან თამაშს ეტყობოდა რომ ჯერ პლეი ოფი არ არი.. გამაოცა ნამდვილად ვესტმა... მე რაც მინახავს ეგრე ვერ თამაშობს ხოლმე... ზაზაზე რა ვთქვა, აშკარად აღემატება ოთხეული და ცდილობს მაქსიმალურად მიეხმაროს, მწვრთნელი არ აცლის..
პ.ს და მაინც რა სასიამოვნოა ამ დონის თამაშში ქართველის ნახვა :) ბარსა რიალის თამაშში რო გაიჩითოს ვინმე ქართველი ალბათ ისეთ სიამაყეს არ ვიგრძნობდი ზაზამ რომ ჩააგდო საწყის წუთებში მაშინ რო გამიჩნდა
PARFIUMER
26 დეკემბერი 2016 16:02
0
zazam rac itamasha kargad gaaketa yvelaferi...dakargvebshi vetanxmebi,moulodneli pasebi dakarga.lebronsac daakargvia burti tavisi agresiulobit da es momenti momewona yvelaze dzalian...
gocha123
26 დეკემბერი 2016 15:44
0
ჩემი აზრით მწვრთნელმა წააგო ეს თამაში. ბოლოს როცა 15ქულით იგებდა უნდა დაეგდო ტემპი თან ლიდერები გამოფიტა მთელი თამაში და ბოლოს ძალა აღარ ქონდათ წესიერი დაცვის სათამაშოდ.
ქარ
26 დეკემბერი 2016 15:37
0
პირველი ტაიმის ბოლოს ისეთი დაუფარა ლებრონმა მაგის მერე ფარისკენ არც გაუხედავს ზაზას, ძლიერი ცენტრის გარეშე აშკარად გაუჭირდება ჩემპიონობა გოლდენს...ფინალურ სერიაში კიდევ უფრო ძლიერი დაცვა ეყოლება კლივლენდს და მეფე კიდევ უფრო მოუმატებს
musenbezi
26 დეკემბერი 2016 15:25
0
მგონია, რომ როცა სასროლია სამწამიანთან ახლოს უნდა ესროლოს, ასე თავდაჯერებას კარგავს.
bs
26 დეკემბერი 2016 15:23
0
Tamashi ar minaxavs mara Zazas statistika 12 cutshi kargad chans
Irakli apkhaidze
26 დეკემბერი 2016 13:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული