09:52 31-12-2016
"ანდორა" ტენერიფეში: ბურჯანაძე საუკეთესო, შერმადინი - ბომბარდირი [VIDEO]
AutoSharing Option
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ბურჯანაძემ დააფიქსირა, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტმაც 22-ს უწია. ბექა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა, იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მე-2 ტაიმი შეუცვლელად ჩაატარა. საერთო ჯამში, ბექამ მოედანზე 26:59 წუთი დაჰყო და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა და 12 ქულას 8 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ბურჯანაძეს ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება გიორგი შერმადინს, ის ანდორელთა ბომბარდირი გახდა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და 27:16 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, ერთხელ სამქულიანი დისტანციიდანაც შეუტია, თუმცა, არაზუსტად, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
"ანდორას" 14 შეხვედრიდან 8 მოგება აქვს და პლეი ოფის ზღვარზე, მე-8 ადგილზეა. ქართველთა გუნდი მომავალ მატჩს 2017 წლის 8 იანვარს, მადრიდში "რეალთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული