ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 18:49 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 ბლოკი, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი 71.4-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ 11 ქულა
"მებრძოლებს" კი სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო. კევინ დურანტმა კი 30 ქულა მიითვალა.
ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი პორტლენდელი მეისონ პლუმლი გახდა, რომელმაც 16 ქულას 10 მოხსნა მიამატა.
31 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ ლიდერობს ორივე კონფერენციას. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 7 იანვარს, ჩვენი დროით 07:30 საათზე შინ "მემფისთან" გამართავს.