NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგები ცნობილია: ზაზა ფაჩულია მეორეზეა!

AutoSharing Option
გამოქვეყნდა NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის ხმების საშუალედო შედეგები, რომლის მიხედვითაც ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში მე-2 ადგილზეა!

- გამოკითხვა იწყება. #NBAVOTE Zaza Pachulia - იხილეთ ხმის მიცემის დეტალები

დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა აქვს. წინ მხოლოდ მისი თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტიდან" კევინ დურანტია - 541 ათასი ხმა. მე-3 ადგილზეა კავაი ლეონარდია (სან ანტონიო) - 341 ათასი ხმა.

დასავლეთში მცველებს შორის სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) ლიდერობს 523 ათასი ხმით, მეორე ადგილზე კი ჯეიმს ჰარდენია - 519 ათასი.

შეგახსენებთ, რომ
"ყველა ვარსკვლავის" მატჩში 2 მცველი და 3 ფორვარდი შეირჩევა, თუმცა წინა წლებისგან განხვავებით, ფანების ხმები მხოლოდ 50% ქულებს აგროვებს, დანარჩენ 50%-ს კი ასოციაციის კალათბურთელებისა და ჟურნალისტების ხმები (25-25%) გადაწყვეტს.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობენ
ფორვარდები: ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) - 595 ათასი, იანის ადეტოკუმბო (მილუოკი) - 500 ათასი, კევინ ლავი (კლივლენდი) - 250 ათასი.
მცველები: კაირი ირვინგი (კლივლენდი) - 543 ათასი, დუეინ უეიდი (ჩიკაგო) - 278 ათასი.

ხმების მიცემა 16 იანვრამდე არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ შარშან ზაზას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოსახვედრად.

Sportall.Ge

იხილეთ ინგლისური ვერსია - He did it again: Zaza Pachulia on second place in NBA All-Star voting
მკითხველის კომენტარები / 6 /
და აქედან რომელი ადგილი გადის მე ვიცი რომ 3ეულში თუ იქნება ითამაშებს მაშინ
svan
00:28 06-01-2017
0
არასწორად იცი. მესამე ადგილზე ორჯერ მეტი თუ ექნება უეჭველი ითამაშებს, სხვა შემთხვევაში ჯურნალისტების და კალათბურთელების იმედზე უნდა იყოს და ნაკლები შანსია. ამიტომ უნდა მოვუმატოთ ყველამ. 4 მილიონიდან 1 მილიონმა რომ მისცეს რამდენიმე დღე ხმა და თითოს 4 ხმა შეგვიძლია უკვე ისტორიაა :))
svan-s
04:09 06-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული