დარბაზის გახსნა, კალათბურთელების გაცილება

AutoSharing Option
ქვემო ქართლის რეგიონს თანამედროვე სპორტული კომპლექსი შეემატა, რომლის ძირითადი პროფილი კალათბურთი იქნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით გაიმართა ამხანაგური მატჩი შსს-სა და "ენერჯის" შორის. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დარბაზის გასახსნელად აზერბაიჯანისა და საქართველოს სპორტის მინისტრები, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და სხვა თანამდებობის პირები მივიდნენ.

ღონისძიებას დაესწრნენ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და სუპრლიგის დირექტორი გიორგი ზაბახიძე. საკალათბურთო მატჩის ბოლო წუთებზე კალათბურთიდან გააცილეს შსს წევრები: გამთამაშებელი დავით ბერიშვილი და გუნდის მოთამაშე-პრეზიდენტი ლევან მიქაბერიძე. შეხვედრა სადაო გდებით ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. ახალგაზრდა
რუსთაველები გამოცდილ ძალოვნებს თავიდან ღირსეული წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა საბოლოოდ შსს-მ იმარჯვა - 90:53.

დარბაზში იდეალური პირობებია შექმნილი. სათამაშო იატაკი თანამედროვე, თბილისის სპორტის სასახლეში არსებულის ანალოგიურია. სატრენაჟორო, საშხაპეები, მოსასვენებელი და გასახდელი ოთახები - ეს ყველაფერი ძალიან სუფთად და გემოვნებიანად არის მარნეულის დარბაზში მოწყობილი. ტრიბუნები კი 500 ქომაგზეა გათვლილი.

მარნეულელებს ჰყავთ საკალათბურთო გუნდი - ზაზა გაბისონიას თავკაცობით მარნეულის "ინტერი" 16-წლამდელთა ჩემპიონატში თამაშობს. როგორც იგეგმება, ადგილობრივ მმართველობას მარნეულში საკალათბურთო გუნდის ჩამოყალიბება სურს, რომელიც მომავალში სუპერლიგაში მიიღებს მონაწილეობას.






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული