ოლიმპიური ფესტივალის პერსპექტივა: ახმეტა

AutoSharing Option
დიდუბის საკალათბურთო დარბაზში დასრულდა ტურნირი, რომელშიც 1998-99 წლებში დაბადებული გოგონათა გუნდები ასპარეზობდნენ. ამ ასაკის სპორტსმენებს 2015 წელს თბილისში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მოუწევთ გამოსვლა. ამდენად, საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს მუშაობა 1998-99 წელს დაბადებულ გოგონათა გუნდებში.

შეჯიბრებაში საქართველოს არაერთი კუთხის წარმომადგენელი მონაწილეობდა: ხარაგაული, ზესტაფონი, ქუთაისი, გორი, თბილისი, რუსთავი, ახმეტა...

გუნდები ორ ჯგუფად გაიყო და თითოეულში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. "ზესტაფონმა" და "ახმეტამ" თავიდანვე მიიქციეს ყურადღება და ლოგიკური იყო მათი ფინალში ხილვა. ჩემპიონობა ახმეტელებმა მოიპოვეს.
- ახმეტას ყველაზე უკეთესი გუნდი ჰყავს. აშკარად ეტყობათ,
რომ სერიოზულად აქვთ ნამუშევარი. სწორ კალათბურთს თამაშობენ, - აღნიშნა ტურნირის ორგანიზატორმა მერაბ კეკელიძემ.

შეჯიბრებაში მონაწილე "ხარაგაული" ერთი სკოლის ბაზაზე იყო დაკომპლექტებული და ურიგო შედეგი არ უჩვენებია.
- ხარაგაულში ზესტაფონიდან ყოველდღიურად დავდივარ. ბავშვების ენთუზიაზმს რომ ვხედავ მეც ხალისი მემატება. ვცდილობთ მსგავს ტურნირებს არ გამოვაკლდეთ, რადგან ახალგაზრდა კალათბურთელებმა მეტი გამოცდილება მიიღონ, - გვითხრა ხარაგაულელთა მწვრთნელმა ბეჟან ჩხეიძემ.

მერაბ კეკელიძემ კი შეჯიბრების მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

- ჩვენი მიზანი იყო გვენახა 1998-99 წელს დაბადებულ გოგონათა გუნდები, რადგან სწორედ ამ ასაკის მოზარდებს მოუწევთ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ღირსების დაცვა. შედეგი დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის, საჭიროა სერიოზული მიხედვა, რათა 1015 წლამდე მდგომარეობა გამოსწორდეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენ კიდევ დავიცავთ ჩვენი რაიონიიის ღირსებაას,,6 ივლისს... ახმეტაა ყოველთვიის მაღალ შედეგეებს აჩვენებს : )
mariami
20:00 19-06-2011
0
მაგარი გოგოები ხართ, გილოცავთ და კიდე ბევრჯერ ასახელეთ ახმეტა. ჯანმრთელი და ცოცხალი ახალგაზრდობა ნათელი მომავლის საწინდარია......... აბა თქვენ იცით . ახმეტის სპორტსკოლა თქვენს გვერძეა
Maia Gagunashvili
13:29 23-06-2011
0

სიახლეები პოპულარული