როგორც ყოველთვის, კემპიდან ქართველები ხელცარიელნი არც ამჯერად ჩამოსულან. ორი ჯილდო დაიმსახურა 1991 წელს დაბადებულმა შოთა გოლეთიანმა:
- კემპის მსვლელობისას მოეწყო სხვადასხვა შეჯიბრება. ჩატენვების კონკურსი მე მოვიგე. ასევე დამასახელეს ვარსკვლავთა მატჩის საუკეთესო კალათბურთელად, - მოგვითხრობს შოთა. იგი კემპის სპეციფიკაშიც გვარკვევს:
- ღონისძიება "სისარის დინამოს" მწვრთნელის რომეო საკეტი ორგანიზებით რამდენიმე წელია ეწყობა. კემპზე მოწვეულნი იყვნენ ცნობილი სპეციალისტები, მათ შორის ამერიკელი ჩარლზ იელვერტონი, რომელიც კობი ბრაიანტს (16
კემპი ორ ეტაპად გაიყო: საწყის 6 დღეს 11-დან 14 წლამდე ასაკის კალათბურთელები ვარჯიშობდნენ, მომდევნო კვირეულში - 14-დან 18 წლამდე ჭაბუკები.
- მე და გიორგი სალაყაია 18-წლამდელებში ვვარჯიშობდით. დილისა და შუადღის წვრთნის შემდეგ, საღამოს თამაშები გვქონდა. კალათბურთელები თავიდანვე გაგვყვეს გუნდებად და კემპის ჩემპიონატი მოვაწყვეთ. ჩემი გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. მეტად საინტერესო შეჯიბრება გამოვიდა.
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ შოთა გოლეთიანი შარშან კადეტთა ნაკრების ღირსებას იცავდა, ხოლო 2010-11 წლების სეზონში "სოხუმთან" ერთად საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. შოთას კარიერის იტალიაში გაგრძელებაც შესთავაზეს, თუმცა სავარაუდოდ მომავალ სეზონსაც "სოხუმში" გაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"