საქართველოში საკალათბურთო სეზონი 6 ოქტომბერს გაიხსნება

AutoSharing Option
საქართველოში საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება.

ცნობილი ქართველი კალათბურთელისა და ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი განახლებულ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. სპორტის სამინისტროს შენობაში მდებარე დარბაზს გასულ ზაფხულს რეკონსქტრუცია ჩაუტარდა და იგი სრულფასოვნად განახლდა. დუდუ დადიანის მემორიალი 6 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო 10 ოქტომბერს ფინალური შეხვედრა გაიმართება.

მემორიალში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 2 ჯგუფში იქნებიან განაწილებულნი. ტურნირში არ ითამაშებენ თავდაცვის სამინისტროს გუნდი "არმია" და "სოხუმი", რომლებიც ევროტურნირში მონაწილეობენ - "არმია" სლოვენიაში იქნება შეკრებაზე, ხოლო "სოხუმს" 4 და 11 ოქტომბერს
ბელარუსის "მინსკთან" საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები ელის.

დადიანის ხსოვნის ტურნირზე ჯგუფებში გუნდები გასული სუპერლიგის გასული სეზონის რეგულარული ჩემპიონატის შედეგების შესაბამისად განაწილდნენ.

6, 7 და 8 ოქტომბერს გაიმართება ჯგუფური ეტაპის მატჩები, ხოლო 9-ში დასვენების დღეა. 10 ოქტომბერს ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დუდუ დადიანის თასისთვის შეეჯიბრებიან.

დადგინდა მემორიალის კალენდარიც, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი წლეულს მეათედ იმართება. მისი ბოლო 5 გათამაშება რუსთავის "ენერჯიმ" მოიგო. წლეულს ტურნირში 7 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი:

A ჯგუფი: თსუ, შსს, სტუ, დინამო
B ჯგუფი: ქუთაისი, სამედიცინო, რუსთავი

კალენდარი
6 ოქტომბერი
11:00 შსს-დინამო
12:45 სამედიცინო-რუსთავი
14:30 თსუ-სტუ

7 ოქტომბერი
11:00 დინამო-სტუ
12:45 რუსთავი-ქუთაისი
14:30 სტუ-შსს

8 ოქტომბერი
11:00 სტუ-დინამო
12:45 შსს-თსუ
14:30 ქუთაისი-სამედიცინო

10 ოქტომბერი
18:00 ფინალი

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული