გამარჯვებულები საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა - ნიკოლოზ ამაშუკელმა და სტუდენტური ლიგის მხარდამჭერის, კომპანია "რომპეტროლის" მარკეტინგის მენეჯერმა - თემურ წითლიძემ დააჯილდოეს. ფინალურ შეხევდრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი გალდავაც ესწრებოდა.
ტურნირი ორგანიზებული იყო საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, კომპანია "რომპეტროლის", სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ. ბრინჯაოს მედლებისათვის შეხვედრაში სამედიცინო უნივერსიტეტმა იმარჯვა, რომელმაც
სტუდენტური ლიგა კალათბურთში 2011 წლის 7 ივნისს დაიწყო. ტურნირში 8 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი მონაწილეობდა, რომლებმაც 4 საუკეთესო გუნდი ორწრიანი დაძაბული მატჩების შემდეგ გამოავლინეს.
საუნივერსიტეტო ლიგის გამარჯვებული გუნდის ბაზაზე შეიქმნება სტუდენტურ ნაკრები, რომელიც 2012 წელს გასამართ საერთაშორისო სტუდენტურ ჩემპიონატებში მიიღებს მონაწილეობას.
msy.gov.ge