საერთო გადაწყვეტილებით, საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებზე დასასწრები გაყიდული ბილეთების თანხა მთლიანად მოხმარდება ვეტერან კალათბურთელთა ფონდს, ასევე გაიმართება სხვადასხვა აქციები, რაც ხელს შეუწყობს ბილეთების რეალიზაციას და ზოგადად კალათბურთის პოპულარიზაციას.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყოველ ტურზე გარკვეული რაოდენობის ბილეთებს შეიძენს, ასევე გადაწყვეტილია, რომ ანალოგიურად იმოქმედებენ სხვადასხვა სამინისტროები. პრესკონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ვეტერანი კალათბურთელები - ამირან სხიერელი, ვაჟა
მედიასთან სუპერლიგის პრეზიდენტმა - გიორგი ზამბახიძემ და სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა - ირაკლი სამყურაშვილმა ისაუბრეს.
გიორგი ზამბახიძე: "სუპერლიგის მატჩებზე დასასწრები ბილეთები 1 ლარი ეღირება, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი მთლიანად ვეტერან კალათბურთელთა ფონდში ჩაირიცხება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყველა ტურზე ბილეთების გარკვეულ რაოდენობას შეიძენს, ასევე მოიქცევიან სხვა სამინისტროები".
ირაკლი სამყურაშვილი: " ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით სუპერლიგის თამაშებიდან შემოსული თანხა ვეტერანთა ფონდში გადაირიცხება. ამას დაემატება სამინისტროს მიერ შეძენილი ბილეთები. აქციაში ჩაერთვებიან სხვა სამინისტროებიც და მთლიანობაში შეგროვილი თანხა სოლიდური გამოვა. მინდა, მოვუწოდო გულშემატკივრებსაც იარონ სუპერლიგის მატჩებზე, ამით ვეტერანებსაც დაეხმარებიან და თან საინტერესო თამაშებსაც ნახავენ, რადგან ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გველის. ქართული კლუბები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ".
ვალერი ლომაძე: "დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და კალათბურთის ფედერაციას ასეთი მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის. ეს ჩვენთვის დიდი დახმარება და თანადგომაა. ბევრი ვეტერანი ნამდვილად გაჭირვებულია და ასეთი აქცია უდავოდ წაადგებათ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ფონდს 12 კაციანი საბჭო განკარგავს და თითოეული თეთრი კონტროლდება".
სპორტის სამინისტროს პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"