ამასთან დაკავშირებით გუშინ "არმიის" წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. კლუბის პრეს-სპიკერმა გიო ხუციშვილმა გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და სასტუმროების ქსელს სპონსორობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე "ჰოლიდეი ინის" გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩიხორიამ საკალათბურთო კლუბ "არმიას" გვერდში დგომა აღუთქვა და ევროჩელენჯის ტურნირში წარმატებული ასპარეზობა უსურვა.
"არმია" ევროჩელენჯის პირველ თამაშს 8 ნოემბერს გერმანულ "გოტინგენთან" სპორტის სასახლეში ჩაატარებს.
ფოტო: "არმიას" პრეს-სპიკერი გიო ხუციშვილი
"არმიის" პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"