"საკალათბურთო კლუბის "სოხუმის" ხელმძღვანელობამ გუნდის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები განახორციელა. გუნდის პრეზიდენტმა მინდია გულუამ და მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ 2011 წლის 2 ნოემბრიდან ბატონი ბაგატსკისი აღარ იმუშავებს გუნდის მთავარ მწვრთნელად. ურთიერთშეთანხმების თანახმად 2 ნოემბრიდან ასევე შეწყვეტს მუშაობას "სოხუმის" ერთერთი ასისტენტი არნის ვესვარგასი.
გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ბაგატსკისს აქვს მოწვევა რამოდენიმე უცხოური კლუბი
ლატვიელი სპეციალისტი "სოხუმის" მთავარ მწვრთნელად 2011 წლის თებერვლის დასაწყისში დაინიშნა. ბაგატსკისის და მისი ასისტენტის, ვაჟა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით გასულ სეზონში "სოხუმი" პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა და საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.
მიმდინარე სეზონში "სოხუმს" საქართველოს ჩემპიონატში სამივე მატჩი მოგებული აქვს, მაგრამ ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო რაუნდში ბელარუსის ჩემპიონის "მინსკის" დამარცხება ვერ შეძლო და ევროსარბიელს გამოეთიშა.
2 ნოემბერიდან "სოხუმის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია შეასრულებს, რომელიც 1995-2010 წლებში გუნდის უცვლელი ხელმძღვანელი იყო და ქართველი კალათბურთელების მთელი პლეადა აღზარდა, რომლებიც გამოდიოდნენ და ამჟამადაც გამოდიან საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების შემადგენლობაში.
არ არის გამორიცხული, რომ 2012 წლის იანვრიდან გუნდის მთავარ მწვრთნელად სხვა სპეციალისტი დაინიშნოს, ხოლო ვაჟა კვარაცხელია კვლავ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გადავიდეს."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"