კეიონ კარტერიც საქართველოშია

AutoSharing Option
საკალათბურთო საზოგადოება იცნობს ვინს კარტერს, ენტონი კარტერს; ახლა კეიონ კარტერის გაცნობის დროა - იგი უკვე საქართველოშია და ეროვნულ ჩემპიონატში "დინამოს" თეთრ-ნარინჯისფერი მაისურით ითამაშებს.

კეიონი 203 სმ სიმაღლისაა და 1988 წლის 30 აპრილსაა დაბადებული. მას საუნივერსიტეტო კალათბურთში მხოლოდ "ოლდ დომინიონის" შემადგენლობაში აქვს ნათამაშები. იგი ამ კოლეჯში ოთხი სეზონის განმავლობაში, 2007-დან 2011 წლამდე გამოდიოდა. ბოლო სამ სეზონში კარტერი საოცარი სტაბილურობით გამოირჩევა: პირველ წელს საშუალოდ 22.1 წუთს თამაშობდა, მეორე წელს - 22.2-ს, მესამე წელს - 22.5-ს.

ქულებიც სამივე სეზონში თითქმის თანაბარი ჰქონდა (7.9,
7.4, 7.3) და მოხსნებიც (4.6, 4.9, 4.1).

"დინამოს" ახალწვეული ამპლუით ფორვარდია, შეუძლია როგორც ფარქვეშ თამაში, ასევე პერიმეტრიდან ტყორცნა. ინტერნეტში მისი მონაწილეობით საინტერესო ეპიზოდები რომ შევათვალიერე, თვალში მეცა პერიმეტრიდან ტყორცნების სიუხვე. მას 2008-09 წლების სეზონში 22 სამქულიანი აქვს ჩაგდებული, 2009-10 წლებში - 25, 2010-11-ში - 17. კეიონი ორქულიანებსაც ნორმალური სიზუსტით ისვრის - 43-44 პროცენტით.

იგი საქართველოშია და შაბათს "სამედიცინოს" წინააღმდეგ უნდა ითამაშოს. აქვე შეგახსენებთ, რომ მესამე ტურში დინამოელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა კიდევ ერთ ლეგიონერს, უკანახაზელ ნოელ დეივს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული