ლადო ვარძელაშვილი: "გადავწყვიტეთ, რომ სუპერლიგა გაუქმდეს და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება კალათბურთის ფედერაციამ უზრუნველყოს. ახალი სეზონიდან კი შეიქმნება "კალათბურთის ლიგა", რომელიც ჩემპიონატის ჩატარებაზე იზრუნებს. ცვლილებები რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - საგრძნობლად გაძლიერდა ჩემპიონატი, რასაც სათანადო მსაჯთა კორპუსი სჭირდება. ამისთვის, უცხოეთიდან მოვიწვევთ მსაჯებს, რომლებიც ყველა თამაშს განსჯიან, დამხმარეებად
პარალელურად მოხდება ქართველი მსაჯების გადამზადება, მათი უცხოეთში გაგზავნა და სემინარებზე დასწრება. ეს ყველაფერი ჩემპიონატის კიდევ უფრო ამაღლებას შეუწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, მკაცრად დაისჯება თითოეული კალათბურთელი თუ მსაჯი, რომელიც დაწესებულ ნორმებს გადასცდება. ამ ყველაფერმა ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს განვითარების და გაძლირების საშუალება უნდა მისცეს. იზრუნოს როგორც მთავარ, ისე ასაკობრივ გუნდებზე".
ბესიკ ლიპარტელიანი: "ჩემპიონატის ჩატარებაზე კალათბურთის ფედერაცია იზრუნებს. მსაჯებს უცხოეთიდან მოვიწვევთ, რათა ხარვეზები მაქსიმალურად შევამციროთ. ყველა თამაშს უცხოელი მსაჯი განსჯის, დამხმარე კი ქართველი იქნება, მითუმეტეს, რომ გვყავს 3 მაღალი დონის სპეციალისტი, რომლებსაც არაფერი დაეწუნებათ. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
msy.gov.ge