"სოხუმს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" ახალ მთავარ მწვრთნელად ცნობილი ლიტველი სპეციალისტი რიმვიდას სამულენასი დაინიშნა.

ეს გადაწყვეტილება კლუბის მფლობელმა და პრეზიდენტმა მინდია გულუამ მიიღო კლუბის სასწავლო-სავარჯიშო პროცესის გაუმჯობესებისა და კლუბის სათამაშო ხარისხის გაზრდის მიზნით, კლუბისა,რომელიც საქართველოს თასზე და ჩემპიონატში წარმატებისათვის იბრძვის.

სამულენასი თბილისში 21 ნოემბერს ჩამოვიდა.

"სოხუმის" მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი გახდა ვაჟა კვარაცხელია, რომელიც 1995-2010 წ.წ. კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო და ა.წ. 1 ნოემბრიდან დროებით ასრულებდა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას. რიმვიდას სამულენასის მეორე ასისტენტად იმუშავებს 90-იანი წლების მიწურულს სოხუმის "კოლხას" ყოფილი კალათბურთელი და
კაპიტანი გიორგი ბენდიანაშვილი.

რიმვიდას სამულენას 1964 წლის 10 მაისს ქ. ბირჟაიში (ლიტვა) დაიბადა. 1973 წლიდან თამაშობდა კაუნასის "ჟალგირისის" ბავშვთა, შემდგომ კი ჭაბუკთა და ახალგაზრდულ გუნდებში, იქ თამაშობდა არვიდას საბონისთან, შარუნას მარჩულონისთან და რამუნას ბუტაუტასთან ერთად.

1982 წელს რიმვიდას სამულენასი "ჟალგირის - 2" შემადგენლობაში სსრკ-ს ჩემპიონი გახდა დუბლების გუნდებს შორის.

1983-1985 წ.წ. თამაშობდა "სკა" რიგა და სსრკ-ს შეიარაღებული ძალების ჩემპიონი, 1985-1989 წ.წ. თამაშობდა კლუბ "ბანგა" კაუნასი, შემდეგ 2 წელი გამოდიოდა "როკაი" კაუნასი, 1990-1995 წ.წ. "ჭყბრზეზე" გდანსკ, პოლონეთი, 1995-1996 წ.წ. "სტალ" ველკოპოლსკი, პოლონეთი, 1996-1997 წ.წ. - "ლეტუვოს რიტას" ლიტვა., 1997-1998 წ.წ. - "ალგა" ლიტვა, 1998-1999 წწიცავდა "გელუპის" ღირსებას და გახდა ლიტვის ჩემპიონი.

1999 წლიდან სამულენასი მუშაობდა მწვრთნელად. 1999-2004 წ.წ. არვიდას საბონისის სახელობის სპორტული სკოლის მწვრთნელი, 2003 წლიდან ლიტვის 20 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, 2004 -2008 წ.წ. - "ჟალგირის-საბონისის სკოლა" კაუნასი ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი.

2008-2009 წ.წ. ლიტვის 20 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (U 20).

2008-2009 წ.წ. კლუბი "ტრიობეტ" კაუნასი - მთავარი მწვრთნელი, 2009-2010 წწ. - "Aისčიაი" კაუნასის მთ. მწვრთნელი,

2009 - 2010 წ.წ. ლიტვის 20 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (U 20).

2010 - 2011 წ.წ. - კლუბ "კაუნასი" - მთ. მწვრთნელი

2011 წ. - ლიტვის სტუდენტური ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მსოფლიო უნივერსიადაზე ჩინეთში.

1988 წ. დაამთავრა ლიტვის სახელმწიფო ფიზკულტურული ინსტიტუტი, სპეციალობით მწვრთნელი- პედაგოგი. აქვს ლიტვისა და ფიბა-ს მიერ გაცემული სამწვრთნელო ლიცენზია.

2006 - 2007 წ.წ აღიარეს ლიტვის ჭაბუკთა ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელად.

ფლობს ლიტვურ (მშობლიური), რუსულ და პოლონურ ენებს.

ჰობი: ავტომობილები და თევზაობა.

sokhumibc.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული