"არმია"-"ბეშიქთაში" 75:77

AutoSharing Option
"ბეშიქთაშის" დამარცხების შემთხვევაში "არმიას" შეეძლო ევროჩელენჯის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ერთი ტურით ადრე გაენაღდებინა.

თუმცა თბილისის საკალათბურთო კლუბი "ბეშიქთაშთან" დაძაბულ შეხვედრაში 2 ქულის სხვაობით დამარცხდა.

შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე "არმიამ" ანგარიში საყაიმო გახადა 75:75. მაგრამ წუთშესვენების შემდეგ თურქულმა კლუბმა კვლავ მოახერხა დაწინაურება.

არმიელთაგან  ყველაზე შედეგიანი კიელბომი იყო, რომელმაც 17 ქულა მიითვალა. თურქთაგან კი 18 ქულით დაგლი გამოირჩა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები ჯიგარო, კოტე ტუღუში მაგარი ადამიანია მაგრამ ასეთი საპასუხისმგებლო თამაშებისთვის ჯერ არ არის ბოლომდე მომწიფებული.... ისე კი ვფიქრომ გაგვიჭირდება ძალიან გასვლა შემდეგ ეტაპზე მაგრამ ეს ბირთვი თუ შეინარჩუნეს ვფიქრობ მომავალ წელს ამ ტურნირის ერთ-ერთი სერიოზული ფავორიტი იქნება
barateli1980
23:46 06-12-2011
0
თამაში ნამდვილად სასიამოვნო საყურებელი გამოდგა,კალათბურთელებიც არ გვყავს ურიგო,უფრო სწრად კარგი გუნდი შეიკრიბა, მაგრამ საცოდაობაა, რომ ფაქტიურად უმწვრთნელოდ თამაშობენ. ამდენი ხარჯი გაიღო კლუბმა და გამოცდილი მწვრთნელიც რომ შეერჩიათ, ამ ტურნირის ფინალში თამაშიც არ იქნებოდა წარმუდგენელი.ცოდვაა კოტე ტუღუში ასეთი პასიხუსმგებლობისათვის გასაწირად,მისი დროც მოვა ალბათ მაგრამ ჩემი ზარით ასეთ გუნდს ბევრად გამოცდილი და ავტორიტეტული მწვრთნელი სჭირდება. დაცვაში თამაშს დღევანდელ კალათბურთში ბატონი კოტე სათანადოდ ვერ დაალაგებს.გუნდს კი სამწამიანში ერთი მაღალი მებრძოლი ნამდვილად წაადგება,ნებისმიერი გუნდის მოგებაა შესაძლებელი ასეთი შემადგენლობით.
Jigaro
21:15 06-12-2011
0

სიახლეები პოპულარული