ცვლილებებმაც არ დააყოვნა: მთავარი მწვრთნელი ნუგზარ კანდელაკი კახა შენგელიამ შეცვალა.
* * *
გავესაუბრეთ როგორც ერთ, ასევე მეორე მწვრთნელს. ჯერ ნუგზარ კანდელაკს მოვუსმინოთ:
- ერთს ვიტყვი - პირველი მწვრთნელი არ ვარ, რომელიც შეიცვალა. ასეთია ჩვენი სამსახური, მწვრთნელი ყოველთვის ჩანთებზე ზის.
- რამ განაპირობა შუა სეზონში ცვლილება?
- შედეგმა. არ გამოვიდა, ის რის გაკეთებასაც ვცდილობდით. ამას
- ახლა რას აპირებთ?
- როგორც მოთამაშეები იტყვიან, ჯერჯერობით თავისუფალი აგენტი ვარ. "სამედიცინოში" მთავარ მწვრთნელად კახა შენგელია დაინიშნა.
იგი ჩემი მეგობარია და მინდა წარმატებები ვუსურვო. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით, საკალათბურთო სამყაროსა და მთელს საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს მივულოცავ.
* * *
როგორც უკვე გითხარით, "სამედიცინოს" კახა შენგელია გაუძღვება. იგი ჭაბუკების მწვრთნელად მუშაობს, თუმცა უმაღლეს ლიგაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს - ორიოდე წლის წინათ შსს-ს ხელმძღვანელობდა.
- გუნდს ვემსახურები, რითაც შემიძლია. ბრძოლისუნარიანი კოლექტივია შეკრებილი და ვეცდებით, მეორე წრეშიც არავის არაფერი დავუთმოთ. რაც მთავარია, კალათბურთელები ძალიან მონდომებულები არიან.
- შემადგენლობაში ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?
- ბექა ბექაურის სანაცვლოდ აკაკი დვალიშვილის დამატებას ვაპირებთ. სხვა კალათბურთელების შესამატებლად კი განაცხადში ადგილი აღარ გვაქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"