ბექა ბექაური შსს-ში 55-ით მივიდა

AutoSharing Option
გუშინ შსს-ს გენერალრუმა მენეჯერმა, ლევან მიქაბერიძემ სატრანსფერო სიახლის შესახებ გვაცნობა: მისმა გუნდმა კონტრაქტი გააფორმა ახალგაზრდა მეფარე ბექა ბექაურთან (20 წლის, 205 სმ სიმაღლის), რომელიც აქამდე "სამედიცინოში" თამაშობდა. ხელშეკრულება 1+1 ტიპისაა.

რადგან "მედიკოსებმა" პირველი წრე უკვე დაასრულეს, ბექა უკვე შეუერთდა შსს-ს და ახალ გუნდში ვარჯიშობს. ძალოვანთა რიგებში მისი დებიუტი იანვარში შედგება.

ბექაურს "სამედიცინოში" 9-იანი ეწერა, შსს-ში კი ამ ნომრად ილია ლონდარიძე დახვდა, ამიტომ ახალი ნომრის არჩევა მოუწია. ბექა შსს-ში 55-ნომრიან მაისურას მოირგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული