მორიგი ცვლილება: მწვრთნელი "ქუთაისშიც" შეიცვალა

AutoSharing Option
სუპერლიგის პირველი წრის დასრულებას მორიგი სამწვრთნელო ცვლილება მოჰყვა. მეორეადგილოსანი "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელის ადგილზე მალხაზ კოხრეიძე დავით უსტიაშვილმა შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ კოხრეიძე გუნდს სათავეში 2010 წლის ზაფხულში ჩაუდგა, ბრძოლისუნარიანი კოლექტივიც ჩამოაყალიბა და 2010-11 წლების ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონის დასაწყისში ქუთათურები აზერბაიჯანელი ლეგიონერით, კარგი ქართველი კალათბურთელებით გაძლიერდნენ და პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულეს.

თავის მხრივ, საქართველოს ნაკრების მეორე მწვრთნელი დავით უსტიაშვილი მიმდინარე სეზონში შსს-ს ხელმძღვანელობდა, თუმცა პირველი წრის შუაში გამთამაშებელ ბექა წივწივაძესთან ერთად გუნდი დატოვა. მანამდე, უსტიაშვილი უმაღლესი ლიგის წარმომადგენლებიდან
"ბათუმს", "რუსთავს", "დინამოს" თსუ-სა და "აკადემიას" წვრთნიდა. მასთან ინტერვიუს ხვალ შემოგთავაზებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული