"რუსთავმა" ჟულივეტ ტუჯანი დაიმატა

AutoSharing Option
საქართველოს თასის მეოთხედფინალის მსვლელობისას შსს-ს განაცხადში არ იყო ჟულივეტ ტუჯანი. ეს ჩვენთვისაც მოულოდნელი ამბავი იქნებოდა, მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე "რუსთავის" მთავარ მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილს რომ არ ეთქვა - გუნდში შევსებაა, ტუჯანი დავიბრუნეთო.

ჟულივეტი ძალოვანთა გუნდში 2010 წელს გადავიდა და წელიწადნახევარი ითამაშა. შსს-მდე ტუჯანი სწორედ რუსთავში თამაშობდა და "ენერჯისთან" ერთად ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. იგი ქვემო ქართლში განათხოვრების წესით ითამაშებს.

მიმდინარე სუპერლიგაში ჯულივეტი საშუალოდ 18.2 წუთში 5.5 ქულას, 4.3 მოხსნასა და 1.5 დაფარებას აგროვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული