მან გუშინ სასტუმრო "სიმპათიაში" ქართველი არბიტრების, კომისრებისა და მატჩების მომსახურე მდივნებისთვის სემინარი ჩაატარა, რომელსაც მსაჯთა კავშირის შემადგენლობა სრულად დაესწრო.
კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
- ვიქტორ მასიმ ჩვენს მსაჯებს, კომისრებსა და მდივნებს ბევრი ეპიზოდი უჩვენა და რეკომენდაციები მისცა. მართალია 2010 წლის შემდეგ კალათბურთის წესებში ძირეული ცვლილებები არ შესულა, მაგრამ არის არაერთი პუნქტი, რომლის ინტერპრეტაციაც სხვა ხედვას მოითხოვს.
სწორედ ასეთ მომენტებზე გაამახვილა ბატონმა
თავად ვიქტორ მასიმ აღნიშნა:
- საქართველოში პირველად ვარ, მაგრამ ვიცი, რომ თქვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად პროგრესირებს. ვიცნობ ფიბა-ს კატეგორიის არბიტრ მაკა კუპატაძეს, რომელსაც ევროპაში საკმაოდ მაღალი პრესტიჟი აქვს. ვიმედოვნებ, წლების მანძილზე დაგროვებული ჩემი გამოცდილება ქართველებს დადებითად წაადგებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"