- ალენ ტრეპალოვაჩი უკვე თბილისშია და გუნდთანაც ივარჯიშა. კონტრაქტის მიხედვით ჩვენთან სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
გამოცდილი კალათბურთელია და დიდ დახმარებას გაგვიწევს, - გვითხრა "შსს-აკადემიას" სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ და დასძინა - ხორვატი ცენტრი ჩემპიონატში 41 ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო დებიუტი შაბათს
ალენმა კალათბურთის თამაში ბოსნიაში დაიწყო, თუმცა ქვეყნის დატოვებამ ადრეულ ასაკში მოუწია და კარიერა ხორვატიაში გააგრძელა. იგი ხორვატების 16-წლამდელთა ნაკრებშიც ასპარეზობდა და 20-წლამდელებშიც. პატარაობაში პერსპექტიულ ცენტრად მიიჩნეოდა და ამერიკელი სკაუტების ყურადღებასაც იპყრობდა...
როგორც ჩანს, ტრეპალოვაჩს ძალიან უყვარს მოგზაურობა: 2001 წლის შემდეგ ექვსი ქვეყანა აქვს მოვლილი, კლუბებს ყოველწლიურად იცვლის. ბოლოს, 2010-11 წლების სეზონში ავსტრიის "ვენაში" საშუალოდ 14 ქულასა და 7.8 მოხსნას აგროვებდა.
ალენ ტრეპალოვაჩი
ხორვატია/ბოსნია
დაიბადა: 14.01.1985
სიმაღლე: 215 სმ
წონა: 124 კგ
ამპლუა: ცენტრი
კარიერა
2001-02 ზაბოკი (ხორვატია)
2002-03 კარლოვაჩი (ხორვატია)
2003-04 ციბონა (ხორვატია)
2004-05 დუბრავა (ხორვატია)
2005-06 ციბონა (ხორვატია)
2006-07 გრაველინი (საფრანგეთი)
2007-08 აეკ (კვიპროსი)
2008-09 ეთა (კვიპროსი)
2009 პეია (კოსოვო)
2009-10 აეკ (კვიპროსი)
2010-11 ვენა (ავსტრია)
2012 შსს-აკადემია (საქართველო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"