საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და "ოლიმპის" გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ ბოლომდე მოირჩინა ტრავმა და უახლოეს პერიოდში მოედანზე დაბრუნდება. იგი ხუთი დღით კაუნასში იმყოფებოდა, სადაც სექტემბერში ოპერაცია გაიკეთა და ახლა შემოწმება გაიარა. დღეს თბილისშია და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
ცინცაძემ მძიმე ტრავმა 2011 წელს ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მიიღო - ფეხის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და იქვე, ქალაქ კაუნასში გაიკეთა ოპერაცია. მას შემდეგ ძირითადად თბილისშია, კლუბ "ოლიმპში" ირიცხება და სეზონის დასრულებამდე აქ ითამაშებს.
ცინცაძის თქმით, "ოლიმპში" მისი დებიუტი 31 მარტს "დინამოს" წინააღმდეგ შედგება. ამჟამად "ოლიმპი"
საქართველოს სუპერლიგის ცხრილში მესამე საფეხურზეა და მაღალი ადგილებისთვის იბრძვის.
msy.gov.ge