გადამწყვეტი მატჩი ქართველებმა მასპინძელ "დონეცკს" მოუგეს - 54:46, რითაც 15-წლიანი ტრადიცია დაარღვიეს. რაც ეს მემორიალი იმართება, მისი გამარჯვებული მხოლოდ მასპინძელი "დონეცკი" ხდებოდა.
ქართულ გუნდს უკრაინაში ვერ გაჰყვა მწვრთნელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, რომელსაც აქილევსის მყესი გაუწყდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
კალათბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა ჰიუნდაელთა თავკაცის, ლაშა თოიძის ინტერვიუ, რომლიდანაც რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ.
- ჩვენთან ერთად ალექსანდრ
დრამატული გამოდგა "მინსკთან" დაპირისპირება. გუნდური თამაშის წყალობით "ჰიუნდაიმ" მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულის სხვაობით, 60:57 დაამარცხა.
გადამწყვეტი შეხვედრა ქართველებსა და დონეცკელებს შორის გაიმართა. მასზე ლაშა თოიძე მოგვითხრობს:
- მეორე მეოთხედში 12 ქულას ვაგებდით, თუმცა მობილიზებისა და შეუპოვრობის ხარჯზე ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ბერდია ქავთარაძე დაასახელეს, რომელმაც დონეცკელებს 28 ქულა ჩაუგდო. ბითაძემ 10 ქულა მოაგროვა, კაკუბერმა - 8, ფიფიამ - 6, მაჭავარიანმა - 2. ალექსანდრე კაკუბერმა მაყურებელთა სიმპათიის პრიზი დაიმსახურა, ხოლო გოგა ბითაძე ტანმაღალ მოთამაშეთა შორის გამოარჩიეს. თითოეულ მათგანს ფასიანი საჩუქრები გადაეცა.
მწვრთნელმა კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე ილაპარაკა:
- დონეცკის საკალათბურთო სკოლებში ინსტრუქტორად ჩამოსულია სერბი სპეციალისტი მიოდრო ბოიკოვიჩი, რომელმაც ჩვენი გუნდისთვის ვარჯიშის ჩატარება შემოგვთავაზა. სერბმა გვითხრა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის მეგობარია და ქართველებზე ბევრი კარგი სმენია.
ბავშვთა კალათბურთი
29 მარტს დასრულდა საკალათბურთო ტურნირი, რომელიც კლუბი "მორკინალის" ინიციატივით გაიმართა. შეჯიბრება 25 თებერვალს დაიწყო და მასში 24 საჯარო სკოლა ჩაერთო. საინტერესოა, რომ ვაჟთა ტურნირში ერთი ქალთა გუნდიც მონაწილეობდა (115-ე სკოლა), რომელმაც ორი მატჩი მოიგო.
გუნდები 4 ჯგუფად განაწილდა, საიდანაც მეოთხედფინალში ორ-ორი საუკეთესო გავიდა. ნახევარფინალში 32-ე საჯარო სკოლამ 69-ეს მოუგო, ხოლო 120-ემ - 173-ეს.
თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა მესამე ადგილისთვის მატჩმა, რომელიც ფრედ 33:33 დასრულდა. ოვერტაიმში კი 69-ე საჯარო სკოლამ 4:2 იმარჯვა.
მესამე ადგილისთვის შეხვედრა და ფინალი აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა. ფინალში 120-ე სკოლამ 32-ეს 47:32 აჯობა.
გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკა ყირიმელმა, რომელიც საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
მეორეადგილოსანი 32-ე სკოლის გუნდიდან კი ნიკა ნიშნიანიძე გამოარჩიეს, 69-ედან - აკაკი ნუცუბიძე, ხოლო 173-ედან - გიორგი ყეინაშვილი.
კლუბი "მორკინალის" ვიცე-პრეზიდენტმა გია ბეგიაშვილმა უახლოესი მომავლის გეგმაც გაგვაცნო:
- აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობაზე შევთანხმდით და აპრილის მეორე ნახევარში ჩავატარებთ შეჯიბრებას მაგიდის ჩოგბურთში. მასში მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეები და პედაგოგები მიიღებენ მონაწილეობას. თითოეული გუნდი დაკომპლექტდება 3 მოსწავლისა და 2 მასწავლებლისგან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"