იგი კარგი პიროვნება და მწვრთნელი იყო, თუმცა კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა.
დანარჩენს პრესრელიზიდან შეიტყობთ.
"საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" ხელმძღვანელობამ გუნდის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები განახორციელა. რიმვიდას სამულენასს, რომელსაც 2011 წლის ნოემბრიდან "სოხუმის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ეკავა, მიმდინარე წლის 31 მარტს კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მუშაობის ვადა ამოეწურა.
კლუბის პრეზიდენტმა მინდია გულუამ და მთავარმა მწვრთნელმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 20
2 აპრილიდან "სოხუმის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ვაჟა კვარაცხელია შეასრულებს, რომელიც 1995-2010 წლებში გუნდის უცვლელი თავკაცი იყო".
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია:
"არ არის გამორიცხული, მომავალში გუნდის მთავარ მწვრთნელად სხვა სპეციალისტი დაინიშნოს, ხოლო ვაჟა კვარაცხელია კვლავ ასისტენტის პოსტზე გადავიდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"