2010 წლის NBA-ს დრაფტზე არჩეული "სოხუმში" ითამაშებს

AutoSharing Option
26 აპრილს საქართველოში ჩამოვა ინგლისელი კალათბურთელი რაიან რიჩარდსი. მან "სოხუმთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და ხელშეკრულება ძალაში სამედიცინო შემოწმების შემდეგ შევა.

რიჩარდსი ბრიტანული კალათბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. 2011 წლის ზაფხულში 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად B დივიზიონში ითამაშა.

გუნდის ლიდერი იყო: საშუალოდ, 28.1 წუთში 22.3 ქულა, 8.1 მოხსნა. გემახსოვრებათ, სწორედ ეს შეჯიბრება მოიგო საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც თორნიკე შენგელია გაუძღვა.

რიჩარდსი 2010 წლის დრაფტზე 49-ე ნომრად "სან ანტონიომ" აირჩია, თუმცა ესპანურ "გრან კანარიაში" გაუშვა. ბოლოს 21 წლის, 216 სმ სიმაღლის მეფარე შვეიცარიულ
"ლუგანოში" გამოდიოდა, სადაც 25.1 წუთში 11.2 ქულასა და 6.7 მოხსნას ითვლიდა.

შეგახსენებთ, რომ "სოხუმი" მეოთხედფინალში "შსს აკადემიას" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული