ქართული "არმია" აღმოსავლეთ ევროპის ელიტაში - მითი თუ რეალობა?

AutoSharing Option
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების საკალათბურთო გუნდები გაერთიანებულნი არიან შეჯიბრებაში, რომელსაც ადრიატიკის ლიგა ჰქვია.

დავკონკრეტდებით და გეტყვით, რომ სლოვენიის ჩემპიონატი მაღალი რეიტინგით ვერ დაიკვეხნის, ამიტომ ევროლიგის წარმომადგენელი "ოლიმპია" შიდა პირველობაში გაზაფხულიდან ერთვება. შემოდგომიდან კი გაცილებით მაღალი დონის შეჯიბრებაში, ადრიატიკის ლიგაზე გამოდის და ყოველ შაბათ-კვირას ისეთ გუნდებს "ეჭიდავება", როგორებიცაა ისრაელის "მაქაბი", სერბეთის "პარტიზანი"...

არაერთხელ დაგვიწერია: კარგი იქნებოდა, საქართველოს ჩემპიონი ევროჩელენჯის პარალელურად "ადრიატიკაზე" თამაშობდესო, მაგრამ ადრიატიკის ზღვასთან გეოგრაფიულად შორს ვართ და ლიგაშიც არავინ მიგვიღებს.

ბოლო დროს გაძლიერდა აღმოსავლეთ ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც "ვითიბი ლიგის"
სახელითაა ცნობილი. მასში პოლონეთის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, რუსეთისა და სხვა გეოგრაფიულად ახლოს მდებარე ქვეყნების გუნდები მონაწილეობენ.

გაძლიერდა ჩვენი ჩემპიონი "არმიაც", რომელსაც ნამდვილად სჭირდება ევროჩელენჯის პარალელურად სხვა, ძლიერ ჩემპიონატში თამაში. ამიტომ, "ვითიბი ლიგაზე" გამოსვლა ურიგო სულაც არ უნდა იყოს.

20 ივლისს უკრაინულ გაზეთში მეტად საინტერესო ამბავს წავაწყდით. გამოცემა "ბასკეტბოლ-პლანეტას" ჟურნალისტმა "ვითიბი ლიგის" გენერალურ დირექტორ ანდრეი შირკოვს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, რომლის ერთ-ერთი კითხვაც ასე ჟღერდა:

- გავრცელდა ხმა, თითქოს ლიგაში დარჩენილ ერთ ადგილს თბილისის "არმია" შეავსებს...

ანდრეი შირკოვმა უპასუხა:
- სადღეისოდ საქართველოს ჩემპიონისგან განაცხადი არ მიგვიღია. თუ "არმია" წერილს გამოგვიგზავნის, მის ლიგაში თამაშის საკითხს აუცილებლად განვიხილავთ.

ისღა დაგვრჩენია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ერთს კი დავამატებთ: შეჯიბრების მონაწილე გუნდები ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი. თითოში ათ-ათი მონაწილეა. პირველ ჯგუფში ცნობილია ცხრა გუნდის ვინაობა (ლიტვის "რიტასი", ყაზახეთის "ასტანა", უკრაინის "აზოვმაში", ესტონეთის "კალევი", პოლონეთის "ტუროვი", რუსეთის "უნიქსი", "ხიმკი", "სპარტაკი", "კრასნიე კრილია"), მეათე მონაწილის ვინაობა კი შემდეგ გაირკვევა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კოტე ტუღუში: სიკვდილის ჯგუფში ფავორიტად ყველა "არმიას" მიიჩნევს
ევროჩელენჯი 2012-13. "არმიას" სამი სამიზნე: გერმანია, ბელგია, ისრაელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული