საქართველოს ნაკრების ახალწვეული კორი ფიშერი "ხუვენტუდის" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალწვეული კორი ფიშერი მომავალ სეზონში ესპანური "ხუვენტუდის" ღირსებას დაიცავს.

კატალონიელებს ესპანეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდი ჰყავთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ხუვენტუდში" თამაში კორისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

24 წლის გამთამაშებელი გასულ სეზონში რიგით თურქულ გუნდ "ანთალიაში" გამოდიოდა (30 მატჩში) და საშუალოდ 34.6 წუთში 17.2 ქულას, 4.4 პასსა და 3.5 მოხსნას აგროვებდა.

კატალონიელები ფიშერის დამატებით კმაყოფილები არიან, ახალ სეზონში "ბრონქსის მეფის" იმედად ვართო.

კორი ბრონქსშია დაბადებული და კარიერა "ვილიანოვას" კოლეჯში აქვს გატარებული.

იგი "ხუვენტუდში", სავარაუდოდ, სასტარტო გამთამაშებელი იქნება. თუმცა
ჯერ უცნობია მისი ბედი საქართველოს ნაკრებში, სადაც სერიოზული კონკურენტი ჰყავს - ჯეიკობ პულენი. ამხანაგურ მატჩებში რომელიც უკეთ გაირჯება, მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი ოფიციალურ შეხვედრებში იმას ენდობა.

აქვე გეტყვით, რომ პულენის "ბიელადან" გადაბირება ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკის" ხელმძღვანელობას სურდა, თუმცა იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, უფრო რეალური "რომას" ვარიანტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული