ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის თელავივურ კლუბში მოღვაწე მერაბ ჩიკვაშვილს. ბატონმა ჯამლეტმა გვითხრა:
"რევაზაშვილი მაქაბელებმა სინჯებზეც მიიწვიეს, თუმცა იგი ისრაელში არ გაფრენილა. თელ-ავივის კლუბის წარმომადგენლებს ავუხსენით, რომ გიორგის სუპერლიგის ბინადარ "სამედიცინოსთან" კონტრაქტი ახალი გაფორმებული აქვს და მას ვერ გაწყვეტს. სწორედ ამიტომ, ისრაელის "მაქაბის" წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს რევაზაშვილს საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში დააკვირდნენ."
ასე რომ, გიორგიზე იქნება დამოკიდებული რამდენად კარგად და რაოდენ მალე მოაწონებს თავს უცხოური კლუბის
ისევე როგორც შერმადინი, გიორგი რევაზაშვილიც "მაქაბის" სკოლის აღზრდილია, 2010-11 წლების სეზონში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა (36.1 ქულა, 13.6 მოხსნა). გასულ სეზონში კი უმაღლესლიგურ "ბათუმში" თამაშობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"