სერგო ათუაშვილი ლიტვაში დაბრუნდა

AutoSharing Option
222 სმ სიმაღლის ქართველი კალათბურთელი სერგო ათუაშვილი ამჟამად ლიტვაშია და "პალანგასთან" ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება.

იგი გუნდში მთავარმა მწვრთნელმა რიმვიდას სამულენასმა მიიწვია, რომელიც შარშანდელ სეზონში "სოხუმს" ხელმძღვანელობდა. სერგო 2011-12 წლებში სწორედ სოხუმელთა ღირსებას იცავდა.

როგორც შევიტყვეთ, ქართველი კალათბურთელის პალანგაში დარჩენის საკითხი გადაწყვეტილია. სერგოს კონტრაქტზე ვკითხეთ.

- ახალ გუნდთან ხელშეკრულებას მალე გავაფორმებ და მომავალ სეზონშიც "პალანგაში" ვითამაშებ. წლეულს გუნდში კარგი შემადგენლობაა თავმოყრილი და შარშანდელთან შედარებით, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, - გვითხრა სერგო ათუაშვილმა.

როგორც აღვნიშნეთ, იგი შარშან "სოხუმის" ღირსებას იცავდა, მანამდე "არმიასთან"
ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, თამაშობდა "ავიამშენში", "ნტდ დევონში".

ახალგაზრდულ ასაკში სერგომ უცხოეთის არაერთ ქვეყანაში მოსინჯა ძალები. ჯერ ფრანგულ "შალონში" თამაშობდა, შემდეგ პორტუგალიურ "ოვარენსეში", ლიტვურ "ნეპტუნასსა" და ესტონურ ტტუ-ში.

ნეპტუნასელებთან ერთად ათუაშვილმა ლიტვის ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული