წინა სეზონში მეოთხე ადგილზე გასული "სოხუმისთვის" ეს ორი მოთამაშე ძალზე დიდი დანაკლისია.
ფარღალავა და ფაცაცია გუნდისთვის ყოველ მატჩში საშუალოდ აგროვებდნენ დაახლოებით 40 ქულას, 15 მოხსნასა და 8 პასს და ორივე შედიოდა სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირთა პირველ ხუთეულში.
ფარღალავა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა, 2011 წელს ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების 12-კაციან განაცხადში ირიცხებოდა, ხოლო ფაცაციამ ნაკრებში წლეულს
შეგახსენებთ, რომ "სოხუმიდან" წავიდა 224-სანტიმეტრიანი ცენტრი სერგო ათუაშვილიც, რომელიც კარიერას გააგრძელებს ლიტვის უმაღლესი ლიგის კლუბ "ნაგლის-ადაკრისში".
მანამდე კი კლუბი დატოვა ლატვიელმა მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმაც, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და ქვეყნის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში.
კლუბის მთავარი მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას თქმით, ასეთი დანაკლისის მიუხედავად, "სოხუმი" არ დაიშლება და გააგრძელებს თამაშს საქართველოს სუპერლიგაში.
msy.gov.ge