ევროჩელენჯზე მოთამაშე "არმიას" პირველი ლეგიონერი ლამეინ უილსონია

AutoSharing Option
2012-13 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონი "არმია" ქვეყნის ღირსებას ევროჩელენჯზე დაიცავს.

გუნდი შეჯიბრებაში ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვება და ბელგიის "ანტვერპენის", ისრაელის "ჰაპოელის" (ჰოლონი) და გერმანიის "ბონის" წინააღმდეგობის გატეხვას შეეცდება.

არმიელები აქამდე ლაშა გამყრელიძით, ლაშა ფარღალავათი და გიორგი ჯგერენაიათი გაძლიერდნენ, ხოლო 17 სექტემბერს საიტ "ევრობასკეტის" დახმარებით ძალოვანთა პირველი ლეგიონერის ვინაობაც შევიტყვეთ.

ესაა 1980 წელს დაბადებული 204 სმ სიმაღლის ლამეინ უილსონი, რომელიც ბოლოს ჩეხეთის "ნიმბურკში" თამაშობდა.

32 წლის ფორვარდს მანამდე არაერთ ძლიერ ევროპულ კლუბში უასპარეზია: საფრანგეთის "შოლეში", იტალიის "კანტუში", საფრანგეთის "ვილერბანში", "ნანსიში", თურქეთის "ტელეკომსა"
და უკრაინის "ბუდიველნიკში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული