დაპირისპირება ქართულ კალათბურთში - ბესიკ ლიპარტელიანს შეუტიეს

AutoSharing Option
19 ნოემბერს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართა პრეზენტაცია საზოგადოება "ქართული კალათბურთის" დაფუძნებასთან დაკავშირებით.

ისაუბრეს ორგანიზაციის წევრებმა: მიხეილ ახვლედიანმა, გიორგი მარკოიშვილმა, ნუგზარ ჭეიშვილმა და ლევან მიქელაძემ.

შეხვედრა ყოფილმა კალათბურთელმა გიორგი მარკოიშვილმა გახსნა და წარმოგვიდგინა ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ ახვლედიანი, რომელმაც აღნიშნა:

"დღეს ჩვენს მსჯელობას ვერ გავშლით, ვილაპარაკებთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წესდებაზე, რომელიც არ არის თანხვედრაში როგორც საქართველოს სპორტის შესახებ კანონთან, ასევე ფიბა-ს წესდებასთან, ფიბა-ს ეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოსთან და ზოგადად, არჩევნების ჩატარების დემოკრატიულ პრინციპებთან.

მაგალითად, 20 ნოემბერს მეიკლ ჯორდანს რომ მოუნდეს ფედერაციის პრეზიდენტობა, დამარცხდება.

ყრილობის დელეგატთა უმრავლესობა კერძო პირია. ისინი შეიძლება იყვნენ მეგობრები ან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ლოიალური დამოკიდებულება პრეზიდენტისადმი.

გადავხედოთ სხვა ფედერაციებს - რაგბი
ში, ფეხბურთში, ჩოგბურთში ყველა დელეგატი იურიდიული პირია.

ვაპირებთ წერილის გაგზავნას, როგორც ფიბა-ში, ასევე საქართველოს სპორტის სამინისტროში და დაველოდებით კონკრეტულ პასუხს".


მიხეილ ახვლედიანმა ისიც დასძინა, რომ ორგანიზაცია "ქართული კალათბურთი" შექმნის ჯგუფს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში.

Sportall.Geფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით ვრცლად ილაპარაკა საზოგადოების წევრმა ლევან მიქელაძემ; აღნიშნა, რომ 2001 წლიდან 2009-მდე ყრილობის დელეგატთა რაოდენობა საგრძნობლად იცვლებოდა და დასვა კითხვა: "რის საფუძველზე ახდენდა გამგეობა დელეგატთა რაოდენობის ასეთ მნიშვნელოვან რიცხობრივ ცვალებადობას?"

შეხვედრაზე დიდი ყურადღება გამახვილდა ფედერაციის წესდებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, ზოგადად, რა პროექტი აქვს ახალდაფუძნებულ საზოგადოებას კალათბურთის განვითარებასთან დაკავშირებით? პასუხი ლევან მიქელაძემ გასცა:

"პროგრამა მზადაა, გვაქვს კონკრეტული გეგმა. ოღონდ მასზე ვრცლად მას შემდეგ ვილაპარაკებთ, რაც წესდებასთან დაკავშირებით მივი
ღებთ სრულ პასუხს, რადგან ესაა ხერხემალი, რომლითაც ქართული კალათბურთი იმართება".

საზოგადოება "ქართული კალათბურთი" საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისადმი გაგზავნილ ღია წერილში წერს:

"2001 წლის 16 ნოემბერს გამართული
რიგით მე-4 ყრილობის ოქმში დაფიქსირებულია 93 დელეგატი, 2005 წლის 16 ნოემბერს რიგგარეშე მე-5 ყრილობის ოქმში - 54 დელეგატი, ხოლო 2009 წლის 11 ნოემბერს რიგით მე-6 ყრილობის ოქმში - 66 დელეგატი. რის საფუძველზე ახდენდა გამგეობა დელეგატთა რაოდენობის ასეთ მნიშვნელოვან რიცხობრივ ცვალებადობას?

რა კრიტერიუმებით ხდებოდა მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების მქონე "ცალკეული ფიზიკური პირების" წევრად მიღება გამგეობის მიერ და აღნიშნულია თუ არა ფიზიკური პირებისათვის დელეგატთა სტატუსის ავტომატურად მინიჭების ფაქტი?

მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მე-7 ქვეპუნქტის მიხედვით, წარადგინა თუ არა თავად არჩეულმა პრეზიდენტმა ბ-ნი ზაზა გოროზია, ბ-ნი ლევან ბეჟაშვილი და მოქმედი გამგეობის სხვა წევრები ყრილობის წინაშე კანდიდატებად? რა დამსახურებების გამო და რის საფუძველზე მოხდა მათი წარდგენა და არჩევა გამგეობის წევრებად?"


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლიპარტელიანის მუშაობა ნაწილობრივ მეც არ მომწონს მაგრამ ამათ რა პრეტენზიები აქვთ? მხოლოდ ის რომ წესდება არ არის გამართული? მაგას მერე პრეზიდენტობა რათ უნდა, ისე მოითხოვეთ და გამართავენ... მიშისტი რევანშის მომლოდინეები კიდევ გაჩუმდით, უთქვენოდ მოაგვარებენ და ნუ გადაგყავთ ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში...
Walkabout
01:03 21-11-2012
0
აქამდე სად იკვნენ??? ლიპარტელიანს საქმე კარგად მიკავს, შედეგები არის.განსხვავებით სხვა უამრავი სახეობიდან, აეს რომ არა გვჩირდა ჩირიო არ გამოგვივიდეს..
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული