რუბრიკა N1 - "ჩემი ცოლი დაქალები" კალათბურთის შესახებ

AutoSharing Option
სუპერლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა superleague.ge-მ ახალ რუბრიკა - "ნომერ 1" წარმოადგინა, სადაც კალათბურთის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საუბრობენ.

კალათბურთის პოპულარობა დღითიდღე იზრდება და საინტერესოა რას ფიქრობენ და როგორ გულშემატკივრობენ სპორტის ამ სახეობას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ამჯერად რუბრიკა "ნომერ 1"-ის მორიგი სტუმრები პოპულარული ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები არიან.

კალათბურთის შესახებ ანი ტყებუჩავამ, ნინო გაჩეჩილაძემ, ლევან ყოჩიაშვილმა და კოტე თოლორდავამ ისაუბრეს.

აღმოჩნდა რომ "ქმარი", "ცოლი", "ცოლის დაქალი" და "დაქალის საქმრო" სპორტის ამ სახეობის დიდი გულშემატკივრები არიან და სიამოვნებით ისაუბრეს უშუალოდ გადასაღებ
მოედანზე.

კალათბურთი
ნინო: სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, სამწუხაროდ ვერ ვახერხებ სპორტით დაკავებას, გადაღებების გამო თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს. თუმცა ბავშვობაში თქვენ წარმოიდგინეთ, კარატეზე დავდიოდი.

კალათბურთი ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა და ვფიქრობ, რომ ძალიან მამაკაცურია.

კოტე: ძალიან მიყვარს კალათბურთი. წარსულში მქონდა კიდეც მცდელობა მეთამაშა. გერმანიაში სწავლის დროს კოლეჯის ერთ-ერთ გუნდში ვთამაშობდი, სადაც ლიგის საუკეთესო კალათბურთელიც კი გავხდი.

საქართველოში რომ ჩამოვედი, დათუნა ენდელაძემ თამაზ ოქრუაშვილთან მიმიყვანა, თუმცა არაფერი გამომივიდა.

სამაგიეროდ ჩემი უფროსი შვილი დადის კალათბურთზე ნიკოლოზ დერიუგინთან და დიდი იმედი მაქვს წარმატებებს მიაღწევს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები და სუპერლიგა
ნინო: როდესაც მეგობრებთან ერთად ვუყურებ მნიშვნელოვან მატჩებს, ძალიან ჩართული ვარ ხოლმე.

კალათბურთს განსაკუთრებით გამოვარჩევდი სპორტის სხვა სახეობებიდან. კალათბურთელები ძალიან სიმპათიურები არიან, თუმცა სამწუხაროდ ყველა ცოლიანია.

კალათბურთი ბევრად უფრო უხდება მამაკაცს, ვიდრე სხვა რომელიმე სპორტი.

კოტე: კალათბურთი ძალიან ინტელიგენტური სპორტია და კალათბურთელებიც ყველაფრით უფრო გამორჩეულები არიან. კალათბურთი სპორტის და ინტელექტის სინთეზია.

სხვათა შორის სულ მინდოდა კალათბურთის მატჩის კომენტატორობა.

ნინო: ეროვნულ ნაკრებს ძალიან ვგულშემატკივრობ. ჩვენი ნაკრების მოთამაშეებიდან გამოვარჩევდი ვიქტორ სანიკიძეს. ვფიქრობ ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე იხარჯება თავის საქმეში.

კოტე: ძალიან გვინდა თამაშებზე მისვლა, თუმცა ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებთ. მიუხედავად ამისა, მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ყველა ჩანაწერი მაქვს ნანახი.

ნაკრების მოთამაშეებიდან თორნიკე შენგელიას გამოვარჩევდი.

კოტე: ადრე აქტიურად ვიყავი ჩართული ეროვნულ ჩემპიონატში. კარგად მახსოვს გუნდი "კაკტუსი", რომელსაც მთელი კლასი ვგულშემატკივრობდით.

ახლა ასე აქტიურად ვერ ვარ ჩართული სუპერლიგაში, თუმცა თავისუფალი დრო რომ მქონდეს, სიამოვნებით მოვიდოდი საინტერესო მატჩებზე.

გამორჩეული კალათბურთელი
კოტე: ჩარლზ ბარკლი, მაგრამ როგორც ტიპაჟი, ყოველთვის მომწონდა ხულიგანი დენის როდმანი. რა თქმა უნდა მაიკლ ჯორდანი.

ნინო: ძალიან მიყვარდა მაიკლ ჯორდანი. ბავშვობაში როცა ვნახე მაიკლ ჯექსონის კლიპში, გავგიჟდი. ეს კალათბურთელი ძალიან შემოქმედებითად უდგებოდა თავის საქმეს და ხელოვნებად აქცევდა კალათბურთს.

გულშემატკივრობა
კოტე: როგორც უკვე აღვნიშნე, კალათბურთი ინტელექტუალური სპორტის სახეობაა. ამ თამაშზე ყოველთვის არის კარგი და ჯანსაღი გარემო. კალათბურთის მატჩზე არამხოლოდ ბიჭებთან ერთად, მანდილოსნებთან ერთადაც შეგიძლია იარო.

ნინო: ძალიან ემოციური არ ვარ, მაგრამ როცა ჩვენები იმარჯვებენ, უზომოდ მიხარია და მეამაყება. მთელი გულით მსურს, რომ ჩვენმა ნაკრებმა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს და მეტად გვასახელონ საერთაშორისო ასპარეზზე.

მსურს ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ისეთ წარმატებას მიაღწიოს, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება.

ყველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ სპორტულები, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სპორტის რომელ სახეობას მათი გადასაწყვეტია.

კოტე: კალათბურთი არის ნამდვილი ხელოვნება. ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ეროვნული კალათბურთიც ვაქციოთ ხელოვნებად. მიუხედავად იმისა რომ პატარა ქვეყანა ვართ, ვფიქრობ ძალიან ბევრი კარგი სპორტსმენი გვეზრდება.

იმედია გულშემატკივარი ყოველთვის დაესწრება საკალათბურთო მატჩებს და დიდ სიამოვნებას მიიღებს სპორტის ამ სახეობით.

Sportall.Ge

ანი: ძალიან მიყვარს კალათბურთის ყურება, ნაკრების მოთამშეებს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ. თუმცა თამაშებზე ხშირად ვერ დავდივარ.

ფაჩულია, სანიკიძე, ბოისა, შენგელია - ძალიან კარგი ბიჭები გვყავს და ვამაყობ მათით. ჩვენი ნაკრები ძალიან წარმატებულია.

წელს შესარჩევი ეტაპიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა საქართველოსა და ლატვიის შეხვედრა, სადაც პულენმა ბოლოს წამებზე ჩააგდო გადამწყვეტი 3-ქულიანი. ეს მატჩი ძალიან ემოციური იყო. მივულოცავ ბიჭებს მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და დიდ წარმატებებს ვუსურვებ.

რაც შეეხება სუპერლიგას, მეგობრებთან ერთად ადრე უფრო ხშირად დავდიოდი სუპერლიგის მატჩებზე, თუმცა ახლა დატვირთული გრაფიკის გამო სამწუხაროდ ვერ ვახერხებ.

ლევანი: ზოგადად კალათბურთი არის დიდი შოუ და არ შეიძლება გულგრილი დარჩე ამ სპორტის მიმართ. კალათბურთიძალიან მამაკაცური და ენერგიული სპორტია. ჩვენი ეროვნული ნაკრები არაჩვეულებრივად გამოიყურება. ბიჭების დიდი გულშემატკივარი ვარ.

ემოციურად ძალიან განვიცდი მათ მოგებას და წაგებას. მოთამაშებიდან ვერავის გამოვარჩევ, ყველას ერთნაირად ვქომაგობ.

დიდი სურვილი მაქვს მეც მათნაირი ვიყო ჩემს საქმეში.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული