მიუხედავად პრეს-სამსახურის წარმომადგენელთა თხოვნისა, დაბრუნებულიყო კუთვნილ ადგილას სათადარიგოთა სკამზე, დავით არეშიძემ გააგრძელა უხეში სიტყვებით საუბარი და უმისამართოდ იმუქრებოდა.
ზემოხსენებული ფაქტი კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო ტექნიკურმა კომისიამ განიხილა.
დისციპლინური დარღვევებისთვის საქართველოს თასის დებულების თანახმად "შსს აკადემიას" მწვრთნელის ასისტენტ დავით არეშიძეს განესაზღვრა შემდეგი სასჯელი - ჯარიმა 200 პირობითი ერთეული და დისკვალიფიკაცია სუპერლიგის 5 თ
ამასთან, ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელობამ იმსჯელა შემდეგ დარღვევაზე: ამა წლის 26 იანვარს, ქუთაისის სპორტული სკოლის დარბაზში წინასწარ დადგენილი კალენდრით უნდა გამართულიყო 14-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი "ქუთაისსა" და "აკადემია 2-ს" შორის.
ვინაიდან დარბაზში გაუმართავი იყო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი არ მუშაობდა 24 წამის დამთვლელი, სტუმარმა გუნდმა "აკადემია 2-მა" უარი განაცხადა მატჩში მონაწილეობაზე.
ქუთაისის სპორტული სკოლის დარბაზში არსებული დარღვევის შესახებ მატჩის კომისარმა წერილობით აცნობა კალათბურთის ფედერაციას.
ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით კლუბ "ქუთაისს" 200 პირობითი ერთეული ჯარიმა დაეკისრა. თუ ანალოგიური დარღვევა განმეორდება, ჯარიმა გაორმაგდება, ხოლო მესამე შემთხვევაში კლუბი მოიხსნება ჩენპიონატიდან.
ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელობამ აგრეთვე იმსჯელა 16-წლამდელთა ჩემპიონატში დაფიქსირებულ ფაქტზე - გუნდიდან გუნდში მოთამაშის გადასვლაზე ორგანიზატორებთან შეუთანხმებლად.
კერძოდ, "სოხუმის" ხელმძღვანელობამ "მართვე 3-ის" ყოფილი წევრი ლუკა მწარიაშვილი თავის გუნდში სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე ათამაშა.
ეს ფაქტი დააფიქსირა აგრეთვე სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების ვებ-გვერდების საერთო მონაცემთა ბაზამ.
ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, "სოხუმის" მთავარი მწვრთნელი ლიკა ქაჯაია დისკვალიფიცირებული იქნა 4 თამაშით.
www.superleague.ge