ძმები - ირაკლი და დავით ბერიშვილები ფიბა-ს არბიტრები გახდნენ

AutoSharing Option
1-9 თებერვალს თურქეთის ქალაქ საქარიაში ფიბა-ს მსაჯთა სალიცენზიო გამოცდები გაიმართა კალათბურთში საერთაშორისო არბიტრის წოდების მისანიჭებლად.

აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა არბიტრებმა - ირაკლი და დავით ბერიშვილებმა.

14 თებერვალს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მოსული წერილის თანახმად, ძმებმა ბერიშვილებმა წარმატებით გაიარეს გამოცდები და მათ ფიბა-სგან საერთაშორისო არბიტრის წოდება მიენიჭათ.

ამრიგად, საქართველოს უკვე 5 ფიბა-ს მსაჯი ჰყავს. პირველად ეს წოდება ზაზა მაჩალაძემ მიიღო, რის შემდეგაც ფიბა-ს მსაჯები დავით ბერეკაშვილი და მაკა კუპატაძე გახდნენ.

კალათბურთის ფედერაცია ულოცავს ირაკლი და დავით ბერიშვილებს ფიბა-ს არბიტრობას და წარმატებებს
უსურვებს მათ როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ტურნირებში.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ ბიჭებო, წარმატებებს გისურვებთ...
შიშკა
17:10 14-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული