ერთი ნაწილი საფრანგეთში გასამართ ქალთა ევრობასკეტს მოემსახურება, მეორე - სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატს (ვაჟთა შორის). ქალთა შეჯიბრება 15-30 ივლისს ჩატარდება, ხოლო ვაჟთა ევრობასკეტი - 4-22 სექტემბერს.
ისევე, როგორც ორი წლის წინათ, საქართველო ორივე ტურნირზე მიავლენს არბიტრს.
ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მაკა კუპატაძე იმსაჯებს, ხოლო ვაჟებში დავით ბერეკაშვილი.
დათო არბიტრთა იმ კატეგორიაში მოხვდა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ნაკრებს უწევენ აკომპანირებას.
საქმე ისაა, რომ ევრობასკეტის მონაწილე ყოველ ქვეყანას ამ კატეგორიით თითო
შეგახსენებთ, რომ დავით ბერეკაშვილი ლიტვაში გამართულ ევრო-2011-ზეც მსაჯობდა. იგი B ჯგუფის შეხვედრებს ემსახურებოდა, სადაც გერმანია, საფრანგეთი, სერბეთი, იტალია, ლატვია და ისრაელი გამოდიოდნენ.
თავის მხრივ, მაკა კუპატაძე ერთ-ერთ ყველაზე დაფასებულ არბიტრად ითვლება და ფიბა-ევროპის ხელმძღვანელები მნიშვნელოვან თამაშებს ანდობენ. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მას ნახევარფინალში ან ფინალში ვიხილავთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"