"არმია" სამდღიან საკალათბურთო კემპს ჩაატარებს

AutoSharing Option
სპორტკომპლექს "არენაში" საკალათბურთო გუნდ "არმიას" ასაკობრივი ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

მოთამაშეთა შესარჩევი საზაფხულო კემპის დეტალებზე მედიის წარმომადგენლებს თავდაცვის სამინისტროს საკალათბურთო კლუბ "არმიას" პრეზიდენტი ბექა ბანძელაძე და საკალათბურთო გუნდ "არმიას" მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში ესაუბრნენ.

როგორც კლუბის პრეზიდენტმა განმარტა, ქართული კალათბურთის განვითარების მიზნით თავდაცვის სამინისტრო სპორტის ამ სახეობაში 16 და 18 წლამდე ასაკობრივი გუნდების ჩამოყალიბებას გეგმავს.

19-21 ივლისს სპორტკომპლექს "არენაში" სამდღიანი საკალათბურთო კემპი ჩატარდება.

"არმიას" მთავარმა მწვრთნელმა კემპის დეტალებზე ისაუბრა. კოტე ტუღუშის განცხადებით, პირველი დღე ვარჯიშებს დაეთმობა.

მეორე დღეს მონაწილეები
"არმიას" მწვრთნელებთან ერთად ტაქტიკურ სვლებზე იმუშავებენ, რის შემდეგაც კალათბურთელები გუნდებად დაიყოფიან და ცალ-ცალკე გაივლიან წვრთნას.

ბოლო დღეს კი საუკეთესო კალათბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდები საჩვენებელ თამაშებს გამართავენ.

როგორც პრესკონფერენციაზე გაცხადდა, კემპში მონაწილეობის მისაღებად 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული