გამომდინარე იმ დაპირისპირებებიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 აგვისტოს დაგეგმილი რიგგარეშე ყრილობის წინ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
ფედერაციის წესდების ახალი რედაქციით მიღება აუცილებელია მისი პროექტის განხილვაში საზოგადოების ფართო ფენებისა და საკალათბურთო სამყაროს ჩართვის გზით. უნდა მოხდეს წესდების პროექტის შეჯერება კალათბურთით დაინტერესებული ნებისმიერი პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფთან.
ამისთვის მოვუწოდებთ ყველას:
შექმნილ გაუგებრობას ნუ მივცემთ დაპირისპირების და კონფლიქტის სახეს. მით უმეტეს, ახლა, როცა წინ გველის უმძიმესი და პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპის ჩემპიონატი.
მხოლოდ ამის მერე დაინიშნება ფედერაციის ყრილობა წესდების ახალი რედაქციით მისაღებად.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება მხოლოდ წესდების შეჯერებული ვარიანტის საფუძველზე და არა "ხელების გადაგრეხვის" პრინციპით.
gbf.ge
ასევე იხილეთ:
ბზარი კალათბურთის ფედერაციაში - ამის დროა წინასაევრობასკეტოდ?!