ლევან ყიფიანი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მუშაობით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრალდებებს უარყოფს.

როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, კალათბურთის ფედერაციის მუშაობით უკმაყოფილოა, თუმცა პრეზიდენტად საკუთარი კლასელის დანიშვნას არ გეგმავს.

ყიფიანმა დაადასტურა, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მიხეილ ახვლედიანი განიხილება.

თუმცა, მინისტრის ინფორმაციით, ახვლედიანი მისი კლასელი ან მეგობარი არ არის.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა 12 სექტემბერს "საზოგადოებრივი მაუწყებლის " ეთერში განაცხადა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
მინისტრი ფედერაციის პრეზიდენტად საკუთარი კლასელის, მიხეილ ახვლედიანის დანიშვნას ლობირებს.

ამასთან, ლიპარტელიანმა მინისტრი უყურადღებობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ლევან ყიფიანი სლოვენიაში მყოფი საკალათბურთო ნაკრების ბედით არ დაინტერესებულა.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:
ბზარი კალათბურთის ფედერაციაში - ამის დროა წინასაევრობასკეტოდ?!
"ვეტერანთა კავშირი" "კალათბურთელთა კავშირს" სიცრუეში ადანაშაულებს
"კალათბურთელთა კავშირი": ჩვენი ამოცანა ქართული კალათბურთის ღრმა კრიზისიდან გამოყვანაა!
დაპირისპირება ქართულ კალათბურთში - ბესიკ ლიპარტელიანს შეუტიეს
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბოდავს ... ყველა ერთიანათ ხართ ჩასაკეტები ახალაიას ბივში ციხეებში და ცოცხები გაკვთ ერთ ადგილას გასაკეთებელი ამ Mიშისტებს ცოტა ხანიც მოცადეთ მოდის ტქვენი დრო
emigranti
13:01 15-09-2013
0
ხალხო სირცხვილია კიფიანის მინისტრობა
badri
10:52 15-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული