რეგიონალური ფედერაციების, კლუბებისა და სკოლების მიმართვა კალათბურთის ფედერეაციას

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები წესდებაზე სამსჯელოდ შეხვედრებს მართავენ საკალათბურთო წრეების წარმომადგენლებთან.

ორშაბათს, 4 ნოემბერს ასეთი შეხვედრა იგეგმება თბილისის საკალათბურთო კლუბებთან და ბავშვთა სკოლებთან.

ამ მოვლენამდე ორიოდე დღით ადრე ზემოთ ნახსენები სკოლები და კლუბები, რეგიონულ ფედერაციებთან ერთად აქვეყნებენ მიმართვას, რომლის სრულ შინაარსსაც აქ გთავაზობთ.

მიმართვა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის  პრეზიდენტს და გამგეობის წევრებს

"ჩვენ, წინამდებარე მიმართვაზე ხელისმომწერი საკალათბურთო კლუბები და სკოლები ვეხმაურებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

კერძოდ, 10 აგვისტოს გამართულ ყრილობასთან დაკავშირებით ფედერაციის გამგეობის
განცხადებას, რომელიც გააჟღერა გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა, რომ "კალათბურთელთა კავშირის" მაღალი თანამდებობის პირების, გუბერნატორების, საკრებულოს თავმჯდომარეების და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყრილობის დელეგატებზე ზეწოლის ფაქტებს.

ზემოთქმულთან დაკავშირებით 2013 წლის 20 აგვისტოს "საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის" VIII (რიგგარეშე) ყრილობის მონაწილე დელეგატებმა წერილობით მოვითხოვეთ ფედერაციის მხრიდან გაჟღერებული ცილისმწამებლური ბრალდებების სამართლებრივი დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყრილობის მონაწილე 32-ვე დელეგატისთვის ბოდიშის საჯაროდ მოხდა.

თუმცა ფედერაციის მხრიდან აღნიშნული წერილი რეაგირების გარეშე დარჩა.

2013 წლის 21 ოქტომბერს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ ზემოთქმულ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ბ-ნ ბესიკ ლიპარტელიანს წერილობით მიუმართავს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტისთვის, სადაც ზეწოლის სუბიექტად დასახელებულია კახა შენგელია, ოთარ ბრაგვაძე, ამირან ხაჩიძე და ნოდარ იანქოშვილი. თუმცა აღნიშნულმა პირებმა მათზე ზეწოლის ფაქტები საჯაროდ უარჰყვეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან ზეწოლის ფაქტები არ დადასტურდა, "საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის" პრეზიდენტს და გამგეობის წევრებს მივმართავთ მოთხოვნით, პატივი სცენ 2013 წლის 10 აგვისტოს გამართული ფედერაციის უმაღლესი ორგანის - ყრილობის გადაწყვეტილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამგეობის მიერ 4 ნოემბერს საკალათბურთო კლუბებთან და სკოლებთან დანიშნულ შეხვედრას აზრი ეკარგება და უარს ვაცხადებთ მასში მონაწილეობაზე."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული