ვილი ისიანი ესპანეთშია და "გრან კანარიას" მაისურით გრანადაში ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებისა და "შსს აკადემიას" ფორვარდი, ვილი ისიანი ესპანეთშია და 5 დეკემბრიდან "გრან კანარიას" მაისურით გრანადაში გასამართ შეჯიბრებაში ჩაერთვება.

იგი კადეტთა ნაკრებში შარშან გამოდიოდა, მომავალ ზაფხულს კი 18-წლამდელთა ნაკრების ღირსებას დაიცავს. გრანადაში გასამართ ტურნირშიც 17-18 წლის კალათბურთელები მიიღებენ მონაწილეობას.

უფრო დაწვრილებით ვილის მამა გია ისიანი მოგვითხრობს:

- გადაწყვეტილია, რომ ვილი ვარჯიშს "გრან კანარიას" ჭაბუკთა გუნდში განაგრძობს. გრანადული ტურნირის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდება, ყველა საჭირო საბუთს აიღებს და 20 დეკემბერს ისევ ესპანეთში გაემგზავრება.

როგორც ბატონმა გიამ გვითხრა, ვილის თამაშით კანარელები
16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მსვლელობისას დაინტერესდნენ...

- მინდა მადლობა გადავუხადო კადეტთა გუნდის თავკაც გია კაზანჯიანს და ვასილ სომხიშვილს, რომელიც ვილის ინდივიდუალურად ამზადებდა. ასევე - ყველა მწვრთნელს, რომლებსაც მის აღზრდაში წვლილი მიუძღვით.

ინფორმაციებს მალაგური ტურნირის შესახებ ოპერატიულად შემოგთავაზებთ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ვილი ისიანმა შარშან, საქართველოს კადეტთა ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში 127 ქულა მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვილი მაგათ თავი არ დააჩაგვირინო. ასახელე გუნდი და საქართველო
ilia lonadridze
13:45 05-12-2013
0
რატო გიორგი ცირკიზეზე არ წერტ რომელიც იტალიასშ თამასშობ
choti
01:23 06-12-2013
0

სიახლეები პოპულარული