გუნდი 6 იანვარს ლატვიაში ჩაფრინდა და ქალაქ ვალმერეში დაბინავდა.
როგორც მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა გვითხრა, შეკრებისთვის და სათანადოდ მოსამზადებლად მის გუნდს კარგი პირობები აქვს.
- რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას, ცვლილებები არ განხორციელებულა. ლატვიაში იმ გუნდით გავემგზავრეთ, რომლითაც პირველი წრე ჩავატარეთ.
პირველ გუნდთან ერთად ლატვიაში ჩავიდა "არმიას" 18-წლამდელთა გუნდი. შეკრება თორმეტ დღეს გაგრძელდება.
"არმია" 8 იანვარს ყაზახურ კლუბს ეთამაშება, კიდევ ორ მატჩს 16 და 19 იანვარს ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი