"არმია" შეკრებას ლატვიაში გადის

AutoSharing Option
საქართველოს ორგზის ჩემპიონი "არმია" თასისა და სუპერლიგის მეორე წრისთვის უცხოეთში ემზადება.

გუნდი 6 იანვარს ლატვიაში ჩაფრინდა და ქალაქ ვალმერეში დაბინავდა.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა გვითხრა, შეკრებისთვის და სათანადოდ მოსამზადებლად მის გუნდს კარგი პირობები აქვს.

- რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას, ცვლილებები არ განხორციელებულა. ლატვიაში იმ გუნდით გავემგზავრეთ, რომლითაც პირველი წრე ჩავატარეთ.

პირველ გუნდთან ერთად ლატვიაში ჩავიდა "არმიას" 18-წლამდელთა გუნდი. შეკრება თორმეტ დღეს გაგრძელდება.

"არმია" 8 იანვარს ყაზახურ კლუბს ეთამაშება, კიდევ ორ მატჩს 16 და 19 იანვარს ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული