მანუჩარ მარკოიშვილისა და ანჟელა ნიკიტინას Love Story

AutoSharing Option
ინტერნეტში უკრაინაზე ინფორმაციების ძიებისას მეტად საინტერესო პუბლიკაციას წავაწყდი, რომელიც ქართველ კალათბურთელ მანუჩარ მარკოიშვილს ეხება.

Love Story - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გამოცემა "პლანეტა ბასკეტბოლმა" მანუსა და მისი მეუღლის, ანჟელა ნიკიტინას ერთობლივი ინტერვიუ.

არ მოგატყუებთ, სტატია რამდენიმე თვის წინ არის ჩაწერილი, თუმცა დღესაც საინტერესოდ იკითხება.

- მოგვითხრეთ პირველი შეხვედრის შესახებ...
მანუჩარი: - ანჟელა "კიევის" მოცეკვავეთა გუნდის ვარჯიშზე ვნახე. იმედია, დანარჩენი გოგონები არ გამინაწყენდებიან, მაგრამ ჩემი მეუღლე გამოირჩეოდა.

ანჟელა: - შეიძლება ითქვას, ორი პირველი შეხვედრა გვქონდა. ერთხელ ვარჯიშზე ვნახეთ ერთმანეთი, მეორედ - ჩვენს
საერთო მეგობრებთან. ერთ მშვენიერ დღეს კი ვიგრძენი, რომ მანუ ჩემი დიდი სიყვარულია.

- მანუჩარის ყველაზე რომანტიკული ნაბიჯი...
ანჟელა: - ბევრი იყო. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რა ვითარებაში მთხოვა ხელი. საღამოს შინ რომ დავბრუნდი, სიურპრიზი დამხვდა: სანთლები და პატარა ყუთი. ტორტზე რუსულად ეწერა - "გამომყევი ცოლად".

- როგორია წაგებული მატჩიდან შინ დაბრუნებული მანუ?
მანუჩარი: - ვარჯიშების შემდეგ გაცილებით იოლია გადაწყობა. მატჩის დღეს კი დაძინება მიჭირს, ვფიქრობ საკუთარ შეცდომებზე, ვაანალიზებ, რა უნდა გამეკეთებინა, რომ უკეთესად გამომსვლოდა, რათა შემდეგ მატჩზე იგივე შეცდომა აღარ გავიმეორო.

ანჟელა: - ვიცი, რომ თამაშის მერე მანუს თავისი დრო სჭირდება. ზედმეტ შეკითხვებს არ ვუსვამ, უბრალოდ ვცდილობ რაღაცით გავართო.

- ქორწილი ინტერნაციონალური გექნებოდათ.
მანუჩარი: - თბილისში ვიქორწინეთ, ქართული და უკრაინული ტრადიციებით. ორივე ერს ახასიათებს დღესასწაულების ხალისიანად აღნიშვნა. ამ სიტყვებიდან ნათელია, როგორ ჩაიარა ქორწილმა. რადგან ყველა კმაყოფილი დარჩა, ე.ი. გამოგვივიდა.

- თავისუფალი დროის გატარება სად გიყვართ?
ანჟელა: - შვებულებას ზღვით ვხსნით, შემდეგ ახლობლებთან მივდივართ - თბილისში, კიევის გავლით. კარგად მახსენდება იტალიაში, ზღვისპირეთში დასვენება, სეზონის დასრულების შემდეგ.

- ენატრება ანჟელას სპორტული ცეკვები?
ანჟელა: - რიტორიკული შეკითხვაა. რა თქმა უნდა, მენატრება! მომავალში სიამოვნებით გავხსნიდი ტანვარჯიშის ან სპორტული ცეკვების სკოლას.

- მატჩებისას მანუ ტრიბუნებზე თვალით ეძებს ანჟელას?
მანუჩარი: - თამაშის მსვლელობისას ვცდილობ, მატჩზე ვიყო კონცენტრირებული. პროფესიონალი ვარ და საკუთარი საქმე ბოლომდე კარგად უნდა შევასრულო. ფინალური სირენის შემდეგ კი თვალებით ერთმანეთს ყოველთვის ვხვდებით.

ბექა ბეტონაძე
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 1 /
მანო, ბედნიერებას გისურვებ. მაგარი კაცი ხარ!
სტუმარი
21:44 10-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული