Love Story - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გამოცემა "პლანეტა ბასკეტბოლმა" მანუსა და მისი მეუღლის, ანჟელა ნიკიტინას ერთობლივი ინტერვიუ.
არ მოგატყუებთ, სტატია რამდენიმე თვის წინ არის ჩაწერილი, თუმცა დღესაც საინტერესოდ იკითხება.
- მოგვითხრეთ პირველი შეხვედრის შესახებ...
მანუჩარი: - ანჟელა "კიევის" მოცეკვავეთა გუნდის ვარჯიშზე ვნახე. იმედია, დანარჩენი გოგონები არ გამინაწყენდებიან, მაგრამ ჩემი მეუღლე გამოირჩეოდა.
ანჟელა: - შეიძლება ითქვას, ორი პირველი შეხვედრა გვქონდა. ერთხელ ვარჯიშზე ვნახეთ ერთმანეთი, მეორედ - ჩვენს
- მანუჩარის ყველაზე რომანტიკული ნაბიჯი...
ანჟელა: - ბევრი იყო. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რა ვითარებაში მთხოვა ხელი. საღამოს შინ რომ დავბრუნდი, სიურპრიზი დამხვდა: სანთლები და პატარა ყუთი. ტორტზე რუსულად ეწერა - "გამომყევი ცოლად".
- როგორია წაგებული მატჩიდან შინ დაბრუნებული მანუ?
მანუჩარი: - ვარჯიშების შემდეგ გაცილებით იოლია გადაწყობა. მატჩის დღეს კი დაძინება მიჭირს, ვფიქრობ საკუთარ შეცდომებზე, ვაანალიზებ, რა უნდა გამეკეთებინა, რომ უკეთესად გამომსვლოდა, რათა შემდეგ მატჩზე იგივე შეცდომა აღარ გავიმეორო.
ანჟელა: - ვიცი, რომ თამაშის მერე მანუს თავისი დრო სჭირდება. ზედმეტ შეკითხვებს არ ვუსვამ, უბრალოდ ვცდილობ რაღაცით გავართო.
- ქორწილი ინტერნაციონალური გექნებოდათ.
მანუჩარი: - თბილისში ვიქორწინეთ, ქართული და უკრაინული ტრადიციებით. ორივე ერს ახასიათებს დღესასწაულების ხალისიანად აღნიშვნა. ამ სიტყვებიდან ნათელია, როგორ ჩაიარა ქორწილმა. რადგან ყველა კმაყოფილი დარჩა, ე.ი. გამოგვივიდა.
- თავისუფალი დროის გატარება სად გიყვართ?
ანჟელა: - შვებულებას ზღვით ვხსნით, შემდეგ ახლობლებთან მივდივართ - თბილისში, კიევის გავლით. კარგად მახსენდება იტალიაში, ზღვისპირეთში დასვენება, სეზონის დასრულების შემდეგ.
- ენატრება ანჟელას სპორტული ცეკვები?
ანჟელა: - რიტორიკული შეკითხვაა. რა თქმა უნდა, მენატრება! მომავალში სიამოვნებით გავხსნიდი ტანვარჯიშის ან სპორტული ცეკვების სკოლას.
- მატჩებისას მანუ ტრიბუნებზე თვალით ეძებს ანჟელას?
მანუჩარი: - თამაშის მსვლელობისას ვცდილობ, მატჩზე ვიყო კონცენტრირებული. პროფესიონალი ვარ და საკუთარი საქმე ბოლომდე კარგად უნდა შევასრულო. ფინალური სირენის შემდეგ კი თვალებით ერთმანეთს ყოველთვის ვხვდებით.
ბექა ბეტონაძე
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week